• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    14
    ივნისი
    სოფელ ოძისში დასრულდა ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი სპორტული მოედნის მოწყობა

    სოფელ ოძისში დასრულდა ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი სპორტული მოედნის მოწყობა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი სპორტული მოედნის გახსნასა და პირველ ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ.

    ამხანაგურ შეჯიბრში სოფელ ოძისისა და დაბა ჟინვალის ფეხბურთის გუნდები მონაწილეობდნენ. სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

    სპორტული მოედნის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდა შპს „სტარტ+“-ის მიერ.

    პროექტი, რომლის ღირებულება 128900 ლარს აღემატება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

    სპორტული მოედნის გახსნას ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, მოადგილე ოთარ ჩხეიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური, ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან შერმადინი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.