• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    13
    იანვარი
    სამუშაო შეხვედრა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე იანვრის თვეში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით კულტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

    შეხვედრის მონაწილეებმა იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრის 143 წლის იუბილის და საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს დეტალები განიხილეს.

    აღსანიშნავია, რომ 1880 წელს დაარსებული სახალხო თეატრის საიუბილეო ღონისძიება დუშეთის კულტურის სახლში 20 იანვარს 19:00 საათზე გაიმართება, ხოლო სახალხო პოეტისა და "შეფიცულთა რაზმის" წევრის მიხა ხელაშვილის ხსოვნის დღე 25 იანვარს 13:00 საათზე, სოფელ ჩარგალში აღინიშნება.