• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    მარტი
    სამუშაო შეხვედრა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილეებთან ვასილ წიკლაურთან და ოთარ ჩხეიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გამართა.

    თათბირის ძირითადი ნაწილი პროექტების მიმდინარეობასა და შეფასებას დაეთმო.
    მაცაცო ნარიმანიძემ მშენებლებისგან ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. 

    ასევე, შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს მიმდინარე სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებზე,  მშენებლობებზე არსებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრასა და გადაჭრის გზებზე.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მითითება მისცა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გაკონტროლდეს თითოეულ ობიექტზე, როგორც შესრულებული სამუშაოების ხარისხი, ისე ვადები. 

    აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის შეხვედრები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან
    მონიტორინგის ხასიათისაა, რათა სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს.