• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    იანვარი
    საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

    ❄️ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისი უწყებების ჩართულობით ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის.

    ✅️ ამ დროისათვის გაწმენდილია და ტექნიკური მარილი დაყრილია, როგორც ქალაქ დუშეთის, ისე მუნიციპალიტეტის მთავარ საავტომობილო გზებზე.

    🔷️გთხოვთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით. გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.