მერიის სიახლეები
მარტი
დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი „ჯეო ჰოსპიტალსის“ მედპერსონალის აცრით დაიწყო.
პირველი, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა დუშეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური მიმართულების ხელმძღვანელი გოგი კობიაშვილია.
ამცრელი კაბინეტის მედ. პერსონალს შესაბამისი ტრენინგები აქვთ გავლილი.
ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრი იმუნიზაციის პროცესზე ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს.