• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    20
    მაისი
    დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 236 მე-12 კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი

    „დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 236 მე-12 კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი.

    მინდა ყველას მოგილოცოთ სკოლის დამთავრება.

    თქვენთვის ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებას პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში, ყველა ოცნების ასრულებას, თქვენი ნიჭისა და საქმიანობის რეალიზებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

    მჯერა, რომ ასახელებთ ოჯახს, მუნიციპალიტეტს.

    გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ.“

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.