• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    ნოემბერი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხ

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

    📍 სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპს „თავისუფალ ექსპერტებს“ შორის გაფორმებული 2023 წლის 3 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N147-2023 ხელშეკრულების საფუძველზე, (CNT230000071) კომპანია ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავების საპროექტო სამუშაოებს.

    📍 შპს „თავისუფალი ექსპერტების“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ხელშკრულებით გათვალისწინებული მეოთხე ეტაპის დოკუმეტაცია, რომელიც მოიცავს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმას.
    დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.
    საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ და „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად აღნიშნული პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

    📝👉 გეგმის პროექტისა და სგშ ანგარიშის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2025 წლის 16 იანვარს, 12:00 საათზე, მისამართი: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა მისამართი: ქ.დუშეთი, რუსთაველის ქუჩა №27.

    📍 საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის პროექტი და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში - ელექტრონულ ფორმატში.
    განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს.

    📝👉 წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა, შესაძლებელი იქნება, საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართზე: რუსთაველის ქუჩა №27

    📝👉 საჯარო განხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, შეგიძლიათ, იხ. ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1mQfZRgyVB7rxU1UOzL6Z5JxeNjMDyLHE?usp=sharing