• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    12
    ივნისი
    "დუშეთი-კოსმომ" მასტერ ლიგის შეხვედრაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა

    დუშეთის ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდმა "დუშეთი-კოსმომ" მასტერ ლიგის შეხვედრაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ა ჯგუფის პირველი ადგილის მფლობელი თბილისის „გლოვო“ ანგარიშით 5-2 დაამარცხა.

    მასტერლიგის ორგანიზატორებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სოსო ბუჩაშვილი დაასახელეს.

    აღნიშნულ მატჩს ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და დუშეთის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი გრიგოლი.

    დუშელი ახალგაზრდების ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანების მხარდაჭერით შექმნილი ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდი „დუშეთი კოსმო“ მონაწილეობს მასტერ-ლიგა 3-ის ჩემპიონატში, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.

    პროექტი მხარდაჭერილია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ფეხბურთის პოპულარიზაციას და ამ ყველაფერში ახალგაზრდების ჩართულობას.