• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    13
    მაისი
    ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“

    ✔დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაბა ჟინვალსა და დაბა ფასანაურში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი კორპსის" პროექტის – ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

    ⭕პროექტის ოფიცერმა არჩილ ფოლადაშვილმა დაინტერესებულ ახალგაზრდებს გააცნო მიმდინარე 3 წლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების განვითარებას (მათ შორის აგრო და ეკოტურიზმში), ფინანსებსა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

    ⭕ აქტივობების ძირითადი მიმართულება კი ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური მონაწილეობა, კეთილდღეობის გაუმჯობესება და მათი სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაა.

    ▶️საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ პროექტის დირექტორი უჩა ვარამაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, "არაგვის განვითარების ჯგუფის" (LAG) და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები.

    ➡️ცნობისათვის, პროექტით დაინტერესებულ პირებს, აპლიკაციის შევსება 31 მაისამდე შეუძლიათ აღნიშნულ ბმულზე: https://docs.google.com/.../1XAjDpPc0JiEk47fu.../viewform...