სექტემბერი
არაგვის დაცული ლანდშაფტის გაფართოებასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა 2021 წელს, რომელიც მოიცავს 99 802 ჰექტარზე არსებული ღირებული ჰაბიტატებით მდიდარ ტერიტორიას.
არაგვის დაცული ლანდშაფტი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და მიეკუთვნება ფშავის, გუდამაყრის, პირაქეთა ხევსურეთისა და პირიქითა ხევსურეთის ხეობები.
არაგვის დაცული ლანდშაფტის აღნიშნული ხეობებით გაფართოების შემთხვევაში, არაგვის დაცულ ლანდშაფტს დაემატება 11 854 ჰა. ხოლო ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობა გაიზრდება სამით.
შეხვედრას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, ხორხისა და ვაშლობის ხეობების წარმომადგენლები.