• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    13
    ნოემბერი
    ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
    დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, კმ6-კმ15 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაცნენ.

    ჟინვალი-ბარისახო-შატილის აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია და გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც აფერხებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ხდება გზის საფარის განახლება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება 10 კმ-იანი გზისა და 1 ხიდის სრული რეაბილიტაცია.