მერიის სიახლეები
26
სექტემბერი
სექტემბერი
სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე
სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად
დუშეთის მუნიციპალიტეტიდან 56 მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულ დღესთან
დაკავშირებით დუშეთში აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი სახელმწიფო
რწმუნებულმა-გუბერნატორმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა
კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა,
მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ
მებრძოლთა ოჯახების შემწეობის ფონდი - "მეოხი-2004"-ის დამფუძნებლებმა
გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
იხილეთ ფოტომასალა
იხილეთ ფოტომასალა