7
იანვარი
იანვარი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება
ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა და გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნიებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი უნდა დასრულდეს 2019 წლის 1 მარტამდე.
სოფლის კრებები თებერვლის ბოლომდე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.