• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    27
    დეკემბერი
    სოფელ ოძისში, ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი


    რეაბილიტირდა სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთის ავნები და პატარა მარანი.

    დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი 1958 წელს დაარსდა, იგი განთავსებულია XVII- ის ბოლოს და XIX-ის დასაწყისში ერისთავების მიერ აშენებულ მემორიალურ სახლში.

    მუზეუმში დაცულია დავით და გიორგი ერისთავების მემორიალური კოლექციები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფოტო და დოკუმენტური მასალა. შენობა სამსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით და კვადრატული აგურით, შედგება სწორი კუთხით მიბჯენილი ორი ფრთისგან. ორივე ფრთას ერთმანეთთან აკავშირებს აივანი, რომელიც შენობის II და III სართულებს ეზოს მხარეს მთელ სიგრძეზე გასდევს.

    პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება.