• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    20
    დეკემბერი
    საგანმანათლებლო-შემეცნებითი საბავშვო პროგრამები
    საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ქ. დუშეთის N1, N2 და პირმისაანთკარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის.

    მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმის ისტორიას, დაათვალიერეს მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები. ბავშვებმა, დიდი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ საკუთარი ხელით შექმნეს ჩანახატები- "პატარების თვალით დანახული ექსპონატები". აგრეთვე, პროგრამაში- "ახალი წლის ტრადიციები"-ს მონაწილეებმა მოისმინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შობა-ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები და შემდეგ დაამზადეს საახალწლო დეკორატიული ნაძვის ხეები.

    საგანმანათლებლო-შემეცნებითი საბავშვო პროგრამის მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება მუზეუმოთ, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით.