• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    15
    ოქტომბერი
    საერთაშორისო სემინარი ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან


    აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორი იყო მერიის, საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის, საბიუჯეტო დაგეგმვის უფროსი და ამავედროულად საქართველოს ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი დუდაური და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი.

    სემინარში მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური, ა(აიპ) დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ნადია ბიძინაშვილი, ქ. დუშეთში ლიეტუვური ენისა, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი დუდაური და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის პროფესორი ვიდას კავალიუსკასი, ლიეტუვას რესპუბლიკიდან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სპეციალურად მოწვეული სტუმრები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტუერის ცენტენტრის სტუდენტი ჯემალ დამაცალაშვილი, ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და ტურიზმის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი თინათინ ცოცხალაშვილი.. დუშეთის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი - მარინა კახიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ასლამაზიშვილი.

    ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები პირველ საჯარო სკოლას ეწვივნენ, მოსწავლეებს სტუმრებმა გააცნეს ლიეტუვური ცენტრის მუშაობა და შესთავაზეს შესაბამისი სასწავლო პროგრამები. ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.