• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    11
    დეკემბერი
    მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს რეგიონებში
    დაიწყო პროექტი "ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში".

    მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ჩატარდა შეხვედრა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან.
    ადგილობრივმა მეწარმეებმა მიიღეს ინფორმაცია კონკრეტული აქტივობების, ტრენინგების თემატიკის და კონტენტ-პაკეტების შესახებ, რომელსაც მონაწილეები პროექტის ფარგლებში მიიღებენ.

    ერთი წლის განმავლობაში საქართველოს 6 რეგიონში: მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო ჩატარდება ტრენინგები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ელექტრონულ წიგნიერებაში, რომელიც მოიცავს ელექტრონულ ბიზნესს, ელექტრონულ კომერციას და ელექტრონულ მმართველობას.