მერიის სიახლეები
1
ოქტომბერი
ოქტომბერი
კენკროვანი კულტურების გაშენება დაფინანსდება
ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, პროექტს "დანერგე მომავალი" კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი დაემატა.
დაფინანსდება:
✔ შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში;
✔ 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულება;
✔ საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.
ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლია, როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, ისე საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს.
► ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება;
► სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს.
☏ 577 64 76 02
დეტალები იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/a9675