• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    ოქტომბერი
    გოდერძი ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
    მის მშობლიურ სოფელში, ჩოხში აღინიშნა. ღონისძიება მთის ტრადიციული რიტუალით- დოღით დაიწყო და გაგრძელდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები. ღონისძიების ფარგლებში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე, მოეწყო მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა. სოფელ ჩოხში შეკრებილ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ტრადიციული კერძრები.

    ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე და დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

    იხილეთ ფოტომასალა