• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    19
    მაისი
    ბაზალეთის და მჭადიჯვრის ადმინისტრ. ერთეულში მიმდინარე სამუშაოები
    ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ:

    სოფელ მჭადიჯვარში დაიწყო ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი, რომლის დასრულების შედეგადაც ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ პატარა აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა და სასწავლო სივრცე ექნებათ.

    მიმდინარეობს მჭადიჯვრის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია, რომელსაც შპს "როუდ სოლუშენი" ასრულებს.

    დასასრულს უახლოვდება სოფ. ბაზალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის ასფალტის საფარის ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს შპს "საგზაო 7".

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის თქმით, მერია აღნიშნული სამუშაოების ხარისხის კონტროლს პერმანენტულად ახორციელებს.