• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    27
    აპრილი
    დუშეთის საზოგადოებრივ ცენტრში ცხელი ხაზის რეგიონული ოფისი მოეწყო
    რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული.

    ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს საშუალება აქვთ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე დროული და ამომწურავი პასუხი მიიღონ ოპერატორებისგან. ოფისი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით, ხოლო უფასო ცხელი ხაზის ნომერი დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე ყოველდღიურად არის ხელმისაწვდომი.

    ახალგახსნილი ოფისში არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, რწმუნებულის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი გაეცნენ.