14
იანვარი
იანვარი
დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შაკიაის მუნიციპალიტეტს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე, დუშეთის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, შაკიაის მერი ედგარას პილიპაიტისი, ლიეტუვის პარლამენტის წევრი ირენა ჰაასე და საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი პროფ. ვიდას კავალიაუსკასი.
ვიზიტის განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ლიეტუვის სახელმწიფოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადო მოღვაწის, ეროვნული ჰიმნის ტექსტისა და მუსიკის ავტორის ვინცას კუდირკასის საფლავი, მოინახულეს სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიბლიოთეკა, კულტურის ცენტრი, სპორტული კომპლექსი და ა.შ. გაიმართა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან და განხილული იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები. ასევე განხილული იქნა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობის შესაძლო ვარიანტები და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები.
ლიეტუვის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს. შაკიაის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პირველი მუნიციპალიტეტია, რომელთანაც დუშეთის მუნიციპალიტეტმა დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა.
იხილეთ ფოტომასალა