მერიის სიახლეები
25
სექტემბერი
სექტემბერი
არაგველობა 2018
დღესასწაული ადგილობრივი ახალგაზრდების ორგანიზებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.
კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 300 არაგველის ხსოვნის პატივსაცემად ორგანიზებული იყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები: ტრადიციული დოღი, "ხრიდოლი", ჭიდაობა, კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების - "ქალილოსა" და "შადიანის" მონაწილეობით. სტუმრებს, აგეთვე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ტრადიციული კერძები. დოღში გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.
საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი.
იხილეთ ფოტომასალა