• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    ოქტომბერი
    ახალგაზრდული ფორუმი - 2018

    ღონისძიება ჩატარდა თბილისის საკრებულოს ინიციატივით და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით. ფორუმი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდა დელეგატთა პლადფორმის გაძლიერებას, ბიუჯეტის პროექტის შეფასებით კრიტერიუმების განხილვას და მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში მათი გამოცდილების გათვალისწინებას. ფორუმში საქართველოს სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტების საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა დეპუტატი გია ბექაური.

    მრგვალი მაგიდის სამუშაო ფორმატში გამართული დისკუსიების, ასევე თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობისა და მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე წარმოჩენილი პრეზენტაციების ფონზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები და ფორუმში აქტიური მონაწილეობისთვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გადეცათ სერტიფიკატები.