• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    13
    მარტი

    მაცაცო ნარიმანიძე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

    შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

    ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის მერს მათთვის საინტერესო თემებზე დაუსვეს შეკითხვები, ხოლო მაცაცო ნარიმანიძემ მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

    „ახალგაზრდობის ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ შევქმენით ახალგაზრდული საბჭო და გავხსენით ახალგაზრდული სივრცე, სადაც გექნებათ იდეების გაცვლის შესაძლებლობა. მოახდენთ თვითრეალიზაციას. თქვენ მაქსიმალურად და აქტიურად უნდა იყოთ ჩართულნი მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში. ჩვენი მხრიდან კი თქვენს საინტერესო ინიციატივებს, იდეებს ყოველთვის ექნება მხარდაჭერა და ხელშეწყობა.“ - მიმართა საბჭოს წევრებს მაცაცო ნარიმანიძემ.

    ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები აქტიურად გაიმართება.

    9
    მარტი

    ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ანსამბლების - “ქალილოს“, „დუშეთის ბენდისა“ და გორელიშვილების ოჯახის მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა

    ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ანსამბლების - “ქალილოს“, „დუშეთის ბენდისა“ და გორელიშვილების ოჯახის მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა. ასევე, მაყურებლის წინაშე წარსდგა დუშეთის სახალხო თეატრის დასი და მოეწყო მხატვარი ქალბატონების ავტორობით ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.

    საღამოს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ჯემალ დამაცალაშვილი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური.

    ღონისძიების დასასრულს, ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები - თაიგულები გადაეცათ.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გვანცა ესტატიშვილთან და მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე ასევე პირადად მიულოცა სამედიცინო სფეროსა და პოლიციაში მომუშავე ქალბატონებს, მათ მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება უსურვა.

    3
    მარტი

    დუშეთში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, პირველი ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა.

    ✅ ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან მაცაცო ნარიმანიძესთან, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად დაესწრო.

    ✅ პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, კარიერული კონსულტაციების გზით სოციალური სერვისების დანერგვას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას.

    ✅აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ასევე შეძენილია შესაბამისად აღჭურვილი მობილური სივრცე - ავტობუსი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

    აგრეთვე, მობილური სივრცის მეშვეობით, მოიხსნება ცენტრზე წვდომის ბარიერი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და დაინერგება მობილური სერვისები.

    ✅ პროექტი მხარდაჭერილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ და მას ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ახალგაზრდობისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

    ✅ ქალაქ დუშეთში ახალგაზრდული ცენტრის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ"-ისა და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები.

    1
    თებერვალი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის პირველი სხდომა გამართა

    ✅️დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის პირველი სხდომა გამართა, რომლის ფარგლებშიც მომხსენებლად, მოადგილეებთან ერთად, წარდგა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.

    🔷️ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური უძღვებოდა.

    🔵სხდომაზე საკრებულოს წევრებმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის:

    🔷️დუშეთის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე;

    🔷️ მდინარე არაგვის ხეობაში განთავსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ;

    🔷️ დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ;

    🔷️ დაბა ფასანაურში და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ;

    🔷️საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2023 წლის 22 დეკემბრის N27 დადგენილებით დამტკიცებული 2024 წლის ბიუჯეტის ნაწილში.

    ➡️შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

    25
    დეკემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

    სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური მოადგილეებთან ელგუჯა უნდილაშვილთან და გვანცა ესტატიშვილთან ერთად უძღვებოდა, მომხსენებლად წარდგა დუშეთის მუიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური.

    საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

    საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან ერთად ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის

    შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.

    შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.