გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1197
დებულება

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2014 წლის 26 სექტემბერი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი

პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის

შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2

დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის

გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16

ივლისის №17 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.152.016181).

მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი

დანართი №1

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”

შესაბამისად, განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის

პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და  საქმიანობის წესს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ტექსტში შემდგომ „გამგეობა“) წარმოადგენს დუშეთის

მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს

გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას.

2. გამგეობას ხელმძღვანელობს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

მუხლი 2. გამგეობის საქმიანობის საფუძვლები და პრინციპები

1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის

შესახებ ევროპული ქარტიის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსის, ამ დებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების

შესაბამისად;

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონის წინაშე

თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების

პროპორციულობის, საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების

პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

მუხლი 3. საქმისწარმოების ენა

გამგეობის სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული;

მუხლი 4. გამგეობის ადგილსამყოფელი

გამგეობის ადგილსამყოფელია ქალაქი დუშეთი, რუსთაველის ქუჩა N27;

თავი II

გამგეობის სტრუქტურა

http://www.matsne.gov.ge 01026002035152016189

მუხლი 5. გამგეობის სტრუქტურული ერთეული

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულია გამგეობის სამსახური;

2. გამგეობის სამსახური მისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს

მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას;

3. გამგეობის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და

თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი;

4. გამგეობის სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები - სამსახურის განყოფილებები;

5. სამსახურის შიდა სტრუქტურული მოწყობის საკითხი განისაზღვრება ამ სამსახურის დებულებითა და

საშტატო ნუსხით.

მუხლი 6. გამგეობის სტუქტურული აგებულება

1.  გამგეობა შედგება შემდეგი სამსახურებისაგან:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

დ) შიდა აუდიტის სამსახური;

ე) სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;

ვ) (ამოღებულია - 24.04.2015, N10);

ზ) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური;

თ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

კ) (ამოღებულია - 24.04.2015, N10);

ლ) მუნიციპალური შესყიდვების სამსახური.

2. სამსახურისა და მისი განყოფილებების უფლებამოსილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.04.2015წ.

თავი III

გამგეობის თანამდებობის პირები, გამგეობის საჯარო მოსამსახურეები

მუხლი 7. გამგეობის თანამდებობის პირები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, გამგეობის თანამდებობის პირები არიან:

ა) გამგებელი;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილე;

გ) გამგებლის მოადგილე;

დ) გამგეობის სამსახურის უფროსი;

2. გამგეობის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და

საქმიანობის წესი განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, “საჯარო სამსახურის

შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.

მუხლი 8. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი

1.  დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი არის დუშეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და

მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი;

http://www.matsne.gov.ge 01026002035152016189

2. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების

განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების

შესაბამისად;

3. გამგებელი ანგარიშვალდებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.

მუხლი 9. გამგებლის  უფლებამოსილება

1. გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში გამგებელს გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებანი:

ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე გამგეობის

სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის თანამდებობის პირებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს;

ე) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს გამგეობის თანამდებობის პირებს და

ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური

პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს.

2.  საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში გამგებლის უფლებამოსილებებია:

ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით

წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის

მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით,

საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს

და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

3.  საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში გამგებელს გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებანი:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში

შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი

უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის

დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების

საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და

მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ადგილობრივი თვითმმართველობის

კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი

შესყიდვების გეგმას; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

http://www.matsne.gov.ge 01026002035152016189

4. მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში გამგებელი:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს

გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ;

მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო

იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს

გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ

სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ

სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის

უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის

დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი;

ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით

გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან

გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული

პირობებისა;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას

მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და

პრივატიზაციის გეგმას;

კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით

გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს

მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

5. აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში გამგებელი ფლობს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას,

მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს

(მინდობილობებს), გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური

განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად

წარდგენას და განხორციელებას;

დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული

დაგეგმვის დოკუმენტებს;

ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და

რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

http://www.matsne.gov.ge 01026002035152016189

თ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული

მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით,

საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი

წესით;

ი) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, გამგეობის დებულებითა და საკრებულოს

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

6. გამგებელი  უფლებამოსილია დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის

წარმომადგენელი.

7. გამგებლის  მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში

ჩარევა დაუშვებელია.

მუხლი 10. უფლებამოსილების დელეგირება

1. გამგებელს შეუძლია განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება გამგებლის პირველი

მოადგილის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსისათვის, რაზედაც გამოსცემს შესაბამის

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - გამგებლის ბრძანებას.

2. გამგებლის ის უფლებამოსილებები, რომლების რომლებიც კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ

დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე

მუხლის 1 პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული

უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს.

მუხლი 11. გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილე

1.  გამგებელს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და

თანამდებობიდან ათავისუფლებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესით;

2.  გამგებლის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები

წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს

კანონის შესაბამისად;

მუხლი 12. გამგებლის პირველი მოადგილის უფლებამოსილებები

1. გამგებლის პირველი მოადგილე  ასრულებს გამგებლის მოვალეობებს გამგებლის უფლებამოსილების შეჩერებისა

და შეწყვეტის შემთხვევებში;

2. გამგებლის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის;, ქონების მართვისა

და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, მუნიციპალური შესყიდვების

სამსახურის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტისა და

ახალგაზრდობის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს.

3. გამგებლის პირველი მოადგილე ასევე ხელმძღვანელობს ყველა იმ საკითხს, რომელიც არ მიეკუთვნება გამგებლის

მოადგილის კომპეტენციას.

4. გამგებლის პირველი მოადგილე თავისი კომპეტენციის სფეროში ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის დავალებების შესრულებას;

5. გამგებლის პირველი მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, თუკი

კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პირდაპირ გამომდინარეობს გამგეობის

დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მისი კომპეტენციის სფეროდან;

6. გამგებლის პირველი მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სხვა

საკითხებზეც, თუკი ამ საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა დელეგირებული აქვს გამგებლის

ბრძანებით.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.04.2015წ.

მუხლი 13. გამგებლის მოადგილის უფლებამოსილებები

1. „გამგებლის მოადგილე ხელმძღვანელობს გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების,

არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის კომპეტენციაში

შემავალ დარგებსა და საკითხებს.

2. გამგებლის მოადგილე თავისი კომპეტენციის სფეროში ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის დავალებების შესრულებას;

http://www.matsne.gov.ge 01026002035152016189

3. გამგებლის მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, თუკი

გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პირდაპირ გამომდინარეობს გამგეობის დებულებით ან სხვა

ნორმატიული აქტით განსაზღვრული მისი კომპეტენციის სფეროდან;

4. გამგებლის მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სხვა საკითხებზეც,

თუკი ამ საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა დელეგირებული აქვს გამგებლის ბრძანებით.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.04.2015წ.

მუხლი 14. გამგეობის სამსახურის უფროსი

1. გამგეობის სამსახურის უფროსი არის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან

ათავისუფლებს გამგებელი;

2. გამგეობის სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის  საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ

სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;

სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის,

შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და

მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს,

დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს

შესახებ;

3. სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სტრუქტურული

ერთეულის მოსამსახურეთა შორის ფუნქციების განაწილებასთან დაკავშირებით, სამსახურის სამუშაო

გეგმებთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე, თუკი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება

პირდაპირ გამომდინარეობს გამგეობის დებულებით, სამსახურის დებულებით და სხვა ნორმატიული

აქტებით განსაზღვრული მისი კომპეტენციის სფეროდან;

4. სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სხვა

საკითხებზეც, თუკი ამ საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა დელეგირებული აქვს

გამგებლის ბრძანებით;

5. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;

6. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს

გამგებელი;

7. გამგეობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე

უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ადგილობრივი თვითმმართველობის

კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 15. გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

1. გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად

თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების

http://www.matsne.gov.ge 01026002035152016189

განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და

სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და

ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;

თ) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას.

დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს

მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;

ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ

სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 16. გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

1.  გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში არის საჯარო მოხელე, რომელსაც

თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“

საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

2. გამგებლის წარმომადგენელი ინიშნება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი

დადგენილებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში;

3. გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის

ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა

შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო

გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას

კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის გამოკითხვას და სახალხო განხილვების

ჩატარებას;

ე) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში. ამზადებს და გამგებელს

წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების

შესახებ. ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის

გაცნობას და საჯარო განხილვის ჩატარებას აღნიშნულ საკითხზე. აგროვებს, აანალიზებს და გამგებელს

წარუდგენს მოსახლეობის შენიშვნებსა და წინადადებებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით;

ვ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა

და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს

გამგებელს;

ზ) გასცემს ცნობებს კანონმდებლობის შესაბამისად. მათ შორის: ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის

მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს)

ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის  N46

დადგენილებით განსაზღვრული წესით გასცემს ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობას; „სანოტარო

მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის

მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების შესაბამისად გასცემს ცნობას მამკვიდრებლის კუთვნილი

უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ;

http://www.matsne.gov.ge 01026002035152016189

თ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი

პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;

ი) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის

საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

კ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას,

აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ლ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული

ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების

რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების

პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის

ღონისძიებებში;

მ) მონაწილეობს სატრანსპორტო სისტემისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განვითარების

მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;

ნ) ამზადებს წინადადებებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურებაზე;

ო) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის,

ადგილობრივი გზების, ტროტუარების, მოედნების მოვლა-პატრონობას;

პ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის სასაფლაოების მოვლა-პატრონობას;

ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული

ძეგლების მდგომარეობას;

რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში

გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-

პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების პროცესში;

ს) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით;

4. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე

5. გამგეობის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომლითაც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობის

შესაბამისად გაცემულ ცნობებს, ასევე სხვა დოკუმენტებს, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით.

მუხლი 17. გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. გამგეობაში საჯარო სამსახურს ასევე ეწევა:

ა) გამგეობის მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, სპეციალისტი ან/და სხვა საჯარო მოხელე,

რომელიც დანიშნულია გამგეობის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე

მიღებულია გამგეობაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად;

გ) დამხმარე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია

გამგეობაში დამხარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად.

მუხლი 18. გამგეობის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

1. გამგეობის მოხელეთა თანამდებობათა დასახელებები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით,

რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო;

2. გამგებლის თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული

მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

http://www.matsne.gov.ge 01026002035152016189

3. გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს

გამგებლის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა

თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

მუხლი 19. გამგეობის მოხელთა უფლება-მოვალეობები

1. გამგეობის საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით,

გამგეობის დებულებით, შესაბამისის სამსახურის დებულებით, გამგეობის შინაგანაწესითა და

თანამდებობრივი ინსტრუქციებით;

2. გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს გამგებელი;

3. გამგეობის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს

კანონმდებლობით, შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და

მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან

შრომით ხელშეკრულებას დებს გამგებელი.

თავი IV

გამგეობის მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 20. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები

1. ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს გამგეობის საქმიანობას, რომელიც მიმართულია

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული

საჩივრის გადაწყვეტის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების, ასევე

კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისკენ.

2. ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება, საქართველოს ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მოქმედი კანონმდებლობით,

ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 21. გამგეობის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები

1. გამგეობის თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების

ფარგლებში გამოსცემენ შემდეგ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს:

ა) გამგებლის ბრძანება;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანება,

გ) გამგებლის მოადგილის ბრძანება;

დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - გამგეობის სამსახურის უფროსის ბრძანება;

2. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების,

აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით,

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, გამგეობის დებულებით, გამგეობის სამსახურების

დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით;

3. გამგებლის პირველი მოადგილე და გამგებლის მოადგილე უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება გამგეობის

დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით;

4. გამგეობის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება გამგეობის დებულებითა და

შესაბამისი სამსახურის დებულებით  განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით.

მუხლი 22. გამგეობის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების

გასაჩივრების წესი

1. გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2. გამგებლის პირველი მოადგილის, გამგებლის მოადგილისა და გამგეობის სამსახურის უფროსის

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ −

სასამართლოში კანონით დადგენილი წესით;

3. თუ გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს

http://www.matsne.gov.ge 01026002035152016189

კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი

სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს

საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო

გამგეობას − გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი.

მუხლი 23. გამგეობის და  გამგეობის სამსახურის სამუშაო გეგმები

1. გამგეობის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, გამგებლის დავალებით შეიძლება შედგეს

გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმები.

2. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება

განსახორციელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები.

3. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. გამგეობის დასაგეგმი პერიოდებია - 6 თვე და

ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი, 6 თვე და წელიწადი.

4. გამგეობის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო ამტკიცებს გამგებელი;

5. გამგეობის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გამგეობის სამუშაო გეგმას და გამგებლის

დავალებებს. სამსახურის ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს შეიმუშავებს  და

გამგებელთან შეთანხმებით ამტკიცებს სამსახურის ხელმძღვანელი;

6. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება დაიშვება გამგებლის წერილობითი დავალების

შემთხვევებში, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული

წარმოებისას.

7. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს ახორციელებს გამგებელი.

მუხლი 24. ანგარიშგება

1. ანგარიშგება გამგეობაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი

ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, წერილობითი ანგარიშის წარდგენით.

2. გამგეობის საანგარიშგებო პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის და სამსახურის

განყოფილების საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი, 6 თვე და წელიწადი.

მუხლი 25. საქმიანობის შეფასება

1. მოხელის ყოველთვიურ ანგარიშს აფასებს ზემდგომი თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს მოხელის

მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და

დავალებებს, აგრეთვე უფლებამოსილია მიმართოს სამსახურის უფროსს მოხელის წახალისების ან მისთვის

დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

2. განყოფილების საქმიანობას აფასებს მუნიციპალური სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს

განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს,

შენიშვნებსა და დავალებებს.

3. გამგეობის სამსახურის საქმიანობას აფასებს გამგებელი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ

წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.

4. გამგეობის საქმიანობას აფასებს საკრებულო. გამგეობის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს გამგებელი.

გამგეობის ანგარიში განიხილება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

მუხლი 26. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა გამგეობის საქმიანობაში

1. გამგეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის",

მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია გამგეობის საჯარო

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ინფორმირებულობა გამგეობის საქმიანობის შესახებ,

მოქალაქეთა მონაწილეობა გამგეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გაწეული საქმიანობის შესახებ

მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;

2. ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" განსაზღვრული წესით საჯარო ინფორმაციის

ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ

საჯარო მოსამსახურეს შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრავს გამგებელი;

3. გამგეობის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ-

გვერდი, რომელიც მდებარეობს მისამართზე www.dusheti.org.ge

http://www.matsne.gov.ge 01026002035152016189

4. ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს:

ა) გამგეობის თანამდებობის პირთა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები,

რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს გამოქვეყნებას;

ბ) ინფორმაცია გამგეობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, გამგეობის თანამდებობის პირების შესახებ;

გ) გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი

აქტები;

დ) გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და

ტელეფონის ნომერი;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი,

გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფოსტა,  სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები;

ვ) გამგეობაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;

ზ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;

თ) გამგეობაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული

წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ი) ინფორმაცია მუნიციპალური პროგრამების და მათი განხორციელების თაობაზე;

კ) სხვა საჯარო ინფორმაცია.

მუხლი 27. გამგეობის საქმიანობის შიდა აუდიტი

1. გამგეობის საქმიანობის შიდა აუდიტი ხორციელდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“

საქართველოს კანონის შესაბამისად;

2. გამგეობაში შიდა აუდიტს ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის

სამსახური.

თავი V

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 28. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების

მიღება

1. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით 2014 წლის 1 ნოემბრამდე დუშეთის მუნიციპალიტეტის

გამგებელმა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები:

ა) გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;

ბ) გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ;

გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ

გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის განსაზღვრის შესახებ.

http://www.matsne.gov.ge 01026002035152016189


დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით