გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1125
ტურისტული მარშრუტები

მარშრუტი №1 თბილისი, დუშეთი, ანანური, თბილისი.

დუშეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია თავისი ღირსშესანიშნაობებით. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ძალზე ლამაზი ბუნებით და გამორჩეული ხუროთმოძღვრული ძეგლებით.

მარშრუტი იწყება ქ. თბილისიდან და მიუყვება სამანქანო გზას დუშეთის მუნიციპალიტეტისკენ. პირველად გავივლით სოფ. მჭადიჯვარს, სადაც მდებარეობს მთავარანგელოზთა სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც აგებულია 1668-1746 წლებში.

შემდეგ გაივლით სოფ. მილახვრიანთ კარს სადაც მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ჭილაშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსი რომელიც აგებულია XVII-XIX საუკუნეებში.

ასევე ქ. დუშეთში მოინახულებთ:  ხალიჩების ფაბრიკა ,,მთიებს” სადაც მიონახულებთ საგამოფენო დარბაზს, სადაც იქსოვება ქართული ხალიჩა, აქვე მზადდება სუვენირები და უძველესი ტრადიციული კერძები, აქვე მოისმენთ ფოლკლორულ სიმღერებს. შემდეგ ნახავთ დუშეთის ძველ უბნებს, მოინახულებთ IX-X ს.ს. აშენებულ წმიდა გრიგოლის სახელობის ეკლესიას და ყარანგოზიშვილების კოშკს. A

შემდეგ გადახვალთ სოფ ანანურში სადაც ნახავთ ანანურის ციხესიმაგრეს რომელიც აგებულია XVI-XVII ს.ს-ში.

მარშრუტი დასრულდება სოფ. ავენისში (ანანურთან ახლოს) პიკნიკით.

მარშრუტის ხანგრძლივობაა 5 საათი.

გასავლელი მანძილი 200 კმ.

სატრანსპორტო საშუალება : ყველა ტიპის

საპიკნიკე ადგილი : ავენისის ტყე

ღირსშესანიშნაობები:

მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია,

ჭილაშვილების სასახლე,

წმ.გრიგოლის სახელობის ეკლესია

ყარანგოზიშვილების კოშკი,

ანანურის ციხესიმაგრე,

ავენისის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (IXს.)

გზად შესაძლებელია ჟინვალის წყალსაცავის დათვალიერება.

 

მარშრუტი №2 თბილისი, ბოდორნა, დუშეთი, თბილისი

დუშეთის მუნიციპალიტეტში არის უნიკალური ფლორა და ფაუნა, და აქვს მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა.

მარშრუტი: გასვლა თბილისიდან, დუშეთის მიმართულებით გზად, სოფ. ბოდორნაში მდებარეობს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია რომელიც აგებულია XV ს.-ში ეკლესია არის ულამაზესი სანახავი საიდანაც ულამაზესი არაგვის ხეობა ხელისგულივით მოჩანს.

ბოდორნიდან წახვალთ დუშეთისკენ სადაც ნახავთ:  სოფ. მილახვრიანთ კარს სადაც მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ჭილაშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსი რომელიც აგებულია XVII-XIX საუკუნეებში.

ასევე ქ. დუშეთში მოინახულებთ: საინფორმაციო და საგამოფენო ოფისს, ხალიჩების ფაბრიკა ,,მთიებს” სადაც არის საგამოფენო დარბაზი, სადაც იქსოვება ქართული ხალიჩა, აქვე მზადდება სუვენირები და უძველესი ტრადიციული კერძები, აქვე მოისმენთ ფოლკლორულ სიმღერებს. შემდეგ ნახავთ დუშეთის ძველ უბნებს, მოინახულებთ IX-X ს.ს. აშენებულ წმიდა გრიგოლის სახელობის ეკლესიას და ყარანგოზიშვილების კოშკს.

დუშეთის დათვალიერების შემდეგ გადახვალთ სოფ ანანურში სადაც ნახავთ ანანურის ციხესიმაგრეს რომელიც აგებულია XVI-XVII ს.ს-ში.

ვესტუმრებით სოფ. ლაფანაანთკარში მდებარე V საუკუნის დროინდელი ეკლესიას.

მოინახულებთ დავათის ეკლესიას რომელიც აგებულია VIII-IX საუკუნეებში და სადაც არის აღმოჩენილი  სტელა ქართული დამწერლობით, რომელიც V საუუკუნითაა დათარიღებული.

მარშრუტი დასრულდება სოფ. დავათში პიკნიკით.

მარშრუტის ხანგრძლივობა: 4 საათი

გასავლელი მანძილი : 180 კმ.

სატრანსპორტო საშუალება : ყველა ტიპის

საპიკნიკე ადგილი : სოფ. დავათში მდებარე წყარო.

ღირსშესანიშნაობები:

ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

წმ. გრიგოლის სახელობის ეკლესია

ჭილაშვილების სასახლე

ყარანგოზიშვილების კოშკი

ლაფანაანთკარის ეკლესია

დავათის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

 

მარშრუტი №3 თბილისი, შატილი, მუცო, თბილისი

დუშეთის რაიონში, ხევსურეთს ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს, რადგან ხევსურეთი უნიკალურია თავისი ბუნების მრავალფეროვნებით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით, განსახვავებული ტრადიციებით. მისი ეს უნიკალურობა, განსხვავებულობა უამრავ ტურისტს იზიდავს.

ხევსურეთში არის უძველესი ციხე კოშკები, რომლებიც აშენებულია ადრე შუა საუკუნეებში, ციხე-ქალაქები: შატილი, მუცო. ასევე საინტერესოა ადამიანთა სამარხები ,,ანატორის აკლდამები” .

მარშრუტი: გასვლა თბილისიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით. ჟინვალჰესის მარჯვენა მხარეს, ჟინვალის დაგუბების ულამაზესი ხედების ფონზე, გზას გაუყვებით ხევსურეთისაკენ. ჟინვალის დაგუბების დასრულების შემდეგ უკვე ფონად ფშავ-ხევსურეთის გაერთიანებული არაგვი, ფშავის ჭალებზე იქნება ჩვენი მეგზური. ფშავ-ხევსურეთის არაგვის გასაყარზე უკვე იწყება ხევსურეთის ტერიტორია, რომელიც თვალში საცემი ხდება ვიზიტორისათვის. პირაქეთა ხევსურეთში სოფელ კორშაში, ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს მოინახულოს ხევსურული მუზეუმი, სადაც დაცულია უძველესი ხევსურული ატრიბუტიკა და დაცულია საბრძოლო აბჯარ-იარაღი, სამეურნეო, საყოფაცხოვრებო ნივთები, ქალისა და მამაკაცის ტალავარი და ა.შ.

მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, გზა გრძელდება პირიქითა ხევსურეთისაკენ. ასევე გზად შესაძლებელია დაგემოვნება მიწიდან გამომდინარი გაზიანი წყლით ,, ვეძა”. დაახლოებით სამი საათის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ დათვის ჯვრის უღელტეხილზე ასვლას, რომელიც ხევსურეთს ყოფს(2686მ) ორ ნაწილად. დათვისჯვრის უღელტეხილზე მოხდება შესვენება სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ წაიხემსონ და გადაიღონ ფოტოები. დაახლოებით ერთ საათიანი შესვენების შემდეგ გზა გაგრძელდება შატილისაკენ. გზად სტუმრები გაივლიან სოფლებს: ლებაისკარი, კისტანი სადაც არის უძველესი ციხე-კოშკები. გადაიღებენ სურათებს და 4-5 საათის შემდეგ უკვე შესაძლებელია შატილში(1400მ.) ჩასვლა, სადაც მოხდება განთავსება (საოჯახო სასტუმრო, კოშკი, კარავი) ვიზიტორის სურვილისამებრ. საღამოთი მოხდება ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება.

მეორე დღე დილით საუზმე, შემდეგ შატილის ციხეების დათვალიერება ახლოდან და წასვლა ანატორის აკლდამებისაკენ, რომელიც მდებარეობს შატილიდან 3 კმ.-ში. იქ ვიზიტორს შეუძლია ნახოს ადამიანის ძვლები და მოისმინოს ამ აკლდამების საინტერესო ისტორია. აკლდამების დათვალიერების შემდეგ გზა გრძელდება მუცოს (1800მ. ადრეული შუასაუკუნეები) ციხეებამდე რომელიც შატილიდან 12 მკ.-შია.

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე

გასავლელი მანძილი: 360 კმ (წასვლა 180 კმ. წამოსვლა 180 კმ.)

სატრანსპორტო საშუალება : ყველა ტიპი

საპიკნიკე ადგილი : ფშავის ჭალა, დათვისჯვრის უღელტეხილი

ღირსშესანიშნაობები: ლებაისკარი, კისტანი შატილი ,მუცო, ანატორის აკლდამები.

 

მარშრუტი №4 თბილისი, როშკა, აბუდელაური, თბილისი

ხევსურეთის ბუნება არის უნიკალური იმით, რომ ველურია და ხელშეუხებელი. ჭიუხების ულამზესი პეიზაჟების ფონზე საინტერესო სანახავია როშკის იურიული პერიოდის ინტრუზივი მწვანე ტბების კომპლექსით, აბუდელაურის ერატიული (მოქანავე) ლოდები.

მარშრუტი იწყება თბილისიდან. ჟინვალის დაგუბების მარჯვენა გზაზე არაგვის  ჭალების სილამაზით მოხიბლულ ტურისტებს გზად სოფელ კორშაში შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ ხევსურული მუზეუმი. დაახლოებით ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ ვიზიტორები იქნებიან სოფელ როშკაში, სადაც ასევე შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ ნამგზავრებმა, დააგემოვნონ ადგილობრივი რძის ნაწარმი და კერძები, გაეცნონ იქაური ცხოვრების წესს და მოემზადონ აბუდელაურის ტბებისკენ წასასვლელად, რომელიც  მდებარეობს 2-3 საათის ფეხით სავალ მანძილზე როშკიდან.  დაახლოებით შუადღის 3-4 საათისათვის ვიზიტორები იქნებიან აბუდელაურის ტბებზე, სადაც ისინი გაშლიან კარვებს და მოემზადებიან ამ საოცარ გარემოში მშვენიერი საღამოს გასატარებლად.

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე

გასავლელი მანძილი: 246 კმ.(წასვლა 123კმ. უკან დაბრუნება 123კმ. აქედან 113კმ ტრანსპორტით და 10კმ. ფეხით).

სატრანსპორტო საშუალება : ნაწილი მინი ავტობუსით, ნაწილი ფეხით, შესაძლებელია ცხენითაც.

საპიკნიკე ადგილი : სოფ. როშკა.

ღირსშესანიშნაობები: ჭიუხები, როშკის იურიული პერიოდი ინტრუზივი მწვანე ტბების კომპლექსი, აბუდელაურის ერატული (მოქანავე) ლოდები

რეკომენდაცია : იქონიეთ საველე აღჭურვილობა (კარავი, საძილე ტომარა, და ა.შ)


დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით