გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1125
ისტორია

დუშეთის მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქალაქი დუშეთი, რომელიც ისტორიულ წყაროებში პირველად 125 წელს იხსენიება, მდებარეობს ქ. თბილისიდან 50 კილომეტრში, ზ/დ 800 მეტრზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია (საერთო ფართობი 2981.5 კმ2) შედგება ერთი საქალაქო-დუშეთის, ორი სადაბო: ჟინვალის და ფასანაურის და 15 სასოფლო: ლაფანაანთკარის, ჭოპორტის, ხეობის, მჭადიჯვრის, გრემისხევის, ბაზალეთის, წოპორტის, ანანურის, ჭართლის, ქვეშეთის, გუგამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ბარისახოსა და შატილის საკრებულოსაგან.

ტერიტორია განფენილია შიდა ქართლის ბარის ზოლის ჩრდილოეთ მონაკვეთსა და კავკასიონის წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე. სამხრეთით, ძირითადად, არაგვის აუზსა და ასევე ლაფანაანთკარისა და ნარეკვავის, ჩრდილოეთით კი მდინარე ასას, შატილსა და მიღმახევის ხეობებში.

სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე არაგვის ხეობა ბუნებრივი რესურსების სიუხვით, აქ გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის გზებით, მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ეთნოგრაფიული კუთხეებით და ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების მრავალფეროვნებით კარგა ხანია იქცევდა მკვლევართა ყურადღებას.

 მხარე მდიდარია სამკურნალო და მინერალური წყლებით, სამკურნალო მცენარებითა და  განსაკუთრებით ბუნების ძეგლებით.

სახალხო დღესასწაულებიდან გამოირჩევა ,,ვაჟაობა”, რომელიც ეძღვნება ქართული პოეზიის სიამაყის ვაჟა-ფშაველას ხსოვნას და ტარდება მის მშობლიურ სოფელ ჩარგალში.

აღნიშნული მუზეუმის გარდა შეგიძლიათ დაათვალიეროთ დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი, დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ჭილაშვილების სასახლეში დაცულია უმდიდრესი არქეოლოგიური მასალა, ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, საოჯახო სასტუმროებად მოწყობილ შატილის კოშკებში შემონახული ადგილობრივი ყოფის ამსახველი საბრძოლო და სამეურნეო იარაღები.

დღეს ტურიზმის აყვავების პერიოდში ჩვენ მხარეს განსაუთრებული პერპექტივები გააჩნია.


დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით