გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1229
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა 3 აპრ, 2017
3 აპრილს, ქ. დუშეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული საჰაერო გაზსადენის მიწისქვეშა გაზსადენად გადაკეთებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. კომისიამ განიხილა დაცვის ზონაში არსებული საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშად გადაკეთების საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნებასა და მის მდგრად განვითარებას . დაისახა სამომავლო გეგმები და ჩაინიშნა საპროექტო ეტაპზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი სამუშაოები. შეხვედრას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, გამგეობის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ წარმომადგენლები- ნინო ირემაშვილი და გურამ მოდებაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები- გიორგი გაგოშიძე და ირინე საბაშვილი, ა(ა)იპ ,,კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის'' აღმასრულებელი დირექტორი- ლია როინიშვილი, ა(ა)იპ ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის'' დირექტორი- ბაბუა ალუდაური და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. რეგიონული განვითარების მესამე პროექტი (RDP III ) ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ , საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და მისი ძირითადი მიზანია ინფრასტრუქტურისა და ინსტიტუციური შესაძლებლობის გაუმჯობესება სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონებში ტურისტული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის. პროექტის ფარგებლში განსაზღვრულია დუშეთის ცენტრალური პარკისა და მიმდებარე ისტორიული ქუჩათა ქსელის რეაბილიტაცია.

იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1259672957485672
ბავშვთა კვირეულის დასკვნითი აქტივობები ქ. დუშეთში 5 ივნ, 2017
5 ივნისს, ქ. დუშეთში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიებები ჩატარდა. ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა აქტივობა-ასფალტზე ხატვა, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით, რომლებიც დასაჩუქრდნენ დუშეთის ...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული გრძელდება 2 ივნ, 2017
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვდასხვა ღონისძიებები და აქტივობები გრძელდება. ქ. დუშეთის მთავარ ბიბლიოთეკაში, ა(ა)იპ ქ. დუშეთის ,,ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება ...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში 1 ივნ, 2017
1 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ბავშვებისათვის მიძღვნილი ღონისძიებები ქ. დუშეთში კონცერტით დაიწყო. მონაწილეობდნენ საესტრადო ანსამბლი ,,ანი- ბანისა'' და სამეჯლისო ცეკვების სტუდიის აღსაზრდელები. კონცერტის შემდეგ, ქ. დუშეთის I და II საჯარო ...
სისხლის უანგარო დონორთა აქცია ქ. დუშეთში 1 ივნ, 2017
1 ივნისს, ქ. დუშეთის ,,კულტურის ცენტრის'' შენობაში სს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, გაიმართა სისხლის უანგარო დონორთა აქცია ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ''. აქციაში მონაწილეობა ...
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები: 31 მაი, 2017
11:00 სთ. -ასფალტზე ხატვა, ქალაქის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით და საჩუქრების გადაცემა.( ქ. დუშეთის ცენტრალური პარკის, იგივე ,,ბულვარის’’ მიმდებარე ტერიტორია ) 12:00 სთ. - კონცერტი ბავშვთა საესტრადო ანსამბლ ,,ანი- ბანისა'' და სამეჯლისო ცეკვების სტუდიის აღსაზრდელთა ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 მაისის სხდომის ოქმი N6 31 მაი, 2017
იხ. ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 30 მაი, 2017
1 ივნისს, 11:00 საათზე, ქ. დუშეთის ,,კულტურის ცენტრის'' შენობაში (ყოფ. სამუსიკო სკოლა), სს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, გაიმართება სისხლის უანგარო დონორთა აქცია ,,თქვენ დღეს სიცოცხლე ...
ჯ. ნათელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური პირველობა ძიუდოში 30 მაი, 2017
29 მაისს, ქ. დუშეთის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზში, ჩატარდა ძიუდოში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ევროპის მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების აღმზრდელის- ჯემალ (ოთარ) ნათელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური პირველობა ძიუდოში. შეჯიბრი ...
შეხვედრა პედაგოგებთან 27 მაი, 2017
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ეგიდით შემუშავდა პროექტი,რომლის ფარგლებშიც უკვე მესამე წელია ტარდება უფასო ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და საგნებში პედაგოგთა პროფესიული სრულყოფისათვის,წინსვლისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. 27 მაისს, ...
ქ. დუშეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა 26 მაი, 2017
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დუშეთის მუნიციპალიტეტშიც განსაკუთრებულად აღინიშნა. ტრადიციულად დუშეთში დილიდან სხვადასხვა აქტივობები მოეწყო, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით