გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1229
სიახლეები
კამერული ორკესტრის კონცერტი ქ. დუშეთში 31 მარ, 2017
ა(ა)იპ ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის’’ ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლაში ჩატარდა კამერული ორკესტრის კონცერტი.

ქართულ-იაპონური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად, საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დუშეთს სტურობდა იაპონიაში მოღვაწე ქართველი დირიჟორი და მევიოლინე, კანსაის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტმეისტერი, კიოტოსა და კობეს უნივერსიტეტების პროფესორი, კანსაი სიტის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი- გიორგი ბაბუაძე, იაპონელთა კამერულ ანსამბლთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ შემსრულებლებმა კონცერტი გახსნეს და დახურეს ქართველი კომპოზიტორების- მერაბ მერაბიშვილისა და ვაჟა აზარაშვილის კომპოზიციებით.

კონცერტს ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, გამგეობის სხვდასხვა სამსახურის თანამშრომლები, დუშეთის სამუსიკო-სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები,პედაგოგები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1256330951153206



იხ. ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/watch?v=6o4ByPfT8wM&feature=youtu.be
ბავშვთა კვირეულის დასკვნითი აქტივობები ქ. დუშეთში 5 ივნ, 2017
5 ივნისს, ქ. დუშეთში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიებები ჩატარდა. ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა აქტივობა-ასფალტზე ხატვა, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით, რომლებიც დასაჩუქრდნენ დუშეთის ...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული გრძელდება 2 ივნ, 2017
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვდასხვა ღონისძიებები და აქტივობები გრძელდება. ქ. დუშეთის მთავარ ბიბლიოთეკაში, ა(ა)იპ ქ. დუშეთის ,,ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება ...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში 1 ივნ, 2017
1 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ბავშვებისათვის მიძღვნილი ღონისძიებები ქ. დუშეთში კონცერტით დაიწყო. მონაწილეობდნენ საესტრადო ანსამბლი ,,ანი- ბანისა'' და სამეჯლისო ცეკვების სტუდიის აღსაზრდელები. კონცერტის შემდეგ, ქ. დუშეთის I და II საჯარო ...
სისხლის უანგარო დონორთა აქცია ქ. დუშეთში 1 ივნ, 2017
1 ივნისს, ქ. დუშეთის ,,კულტურის ცენტრის'' შენობაში სს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, გაიმართა სისხლის უანგარო დონორთა აქცია ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ''. აქციაში მონაწილეობა ...
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები: 31 მაი, 2017
11:00 სთ. -ასფალტზე ხატვა, ქალაქის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით და საჩუქრების გადაცემა.( ქ. დუშეთის ცენტრალური პარკის, იგივე ,,ბულვარის’’ მიმდებარე ტერიტორია ) 12:00 სთ. - კონცერტი ბავშვთა საესტრადო ანსამბლ ,,ანი- ბანისა'' და სამეჯლისო ცეკვების სტუდიის აღსაზრდელთა ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 მაისის სხდომის ოქმი N6 31 მაი, 2017
იხ. ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 30 მაი, 2017
1 ივნისს, 11:00 საათზე, ქ. დუშეთის ,,კულტურის ცენტრის'' შენობაში (ყოფ. სამუსიკო სკოლა), სს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, გაიმართება სისხლის უანგარო დონორთა აქცია ,,თქვენ დღეს სიცოცხლე ...
ჯ. ნათელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური პირველობა ძიუდოში 30 მაი, 2017
29 მაისს, ქ. დუშეთის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზში, ჩატარდა ძიუდოში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ევროპის მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების აღმზრდელის- ჯემალ (ოთარ) ნათელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური პირველობა ძიუდოში. შეჯიბრი ...
შეხვედრა პედაგოგებთან 27 მაი, 2017
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ეგიდით შემუშავდა პროექტი,რომლის ფარგლებშიც უკვე მესამე წელია ტარდება უფასო ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და საგნებში პედაგოგთა პროფესიული სრულყოფისათვის,წინსვლისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. 27 მაისს, ...
ქ. დუშეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა 26 მაი, 2017
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დუშეთის მუნიციპალიტეტშიც განსაკუთრებულად აღინიშნა. ტრადიციულად დუშეთში დილიდან სხვადასხვა აქტივობები მოეწყო, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით