გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1130
სიახლეები
18 ოქტ, 2016
მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში, მწყობრიდან გამოვიდა მცირე ჰესი, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ელექტრომომარაგების შეწყვეტა გამოიწვია. შექმნილი მდგომარეობის აღმოსაფხვრელად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდადტმა ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აქტიური დახმარებითა ( მინისტრი-ილია ელოშვილი) და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქმედებების კოორდინირებით, 2016 წლის 10 ოქტომბერს, მოახდინა მცირე ჰესის დემონტაჟი.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ -სგან იქირავა დენის მძლავრი დიზელ-გენერატორი ( 65 კვ/სთ ), რომელიც მ/წლის 12 ოქტომბერს ჩატანილ იქნა შატილში, რისთვისაც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლობას უხდის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ -ს გაწეული დახმარებისთვის. გენერატორის ასამუშავებლად გამგეობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 7ტ. საწვავი, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება დილის 9:00 სთ-დან- 13:00სთ-მდე; საღამოს 19:00სთ-დან - 23:00სთ-მდე, სულ- 8 საათი .

აგრეთვე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის შატილის ფილიალს მიეწოდა 10 მ3 საშეშე მერქანი და უახლოეს დღეებში შატილის მოსახლეობას (13 ოჯახი ) დამატებით მიეწოდება 25 მ3 საშეშე მერქანი.

მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა დაზიანებული ჰესის აღსადგენად, რათა უახლოეს მომავალში მოსახლეობას მიეწოდოს ელექტროენერგია. მცირე ჰესის რეაბილიტაციის შემდეგ, შატილს კვლავ აღუდგება 24 საათიანი უფასო ენერგომომარაგება.

საახალწლო საჩუქრები მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებს 29 დეკ, 2016
რასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარებამ“ საახალწლო საჩუქრები გადასცა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებს. გრემისხევის საჯარო სკოლაში სპორტული ინვენტარი მიიტანეს ორგანიზაციის თანამშრობლებმა; ჭართლისა და მჭადიჯვრის კოლებში კი კლასგარეშე საკითხავი ...
ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის 26 დეკ, 2016
2016 წლის 23 დეკემბერს, დუშეთის კატასტროფების შემცირების რესურს ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ პროექტის წერის საკითხებში - პროგრამის ფარგლებში: თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში. პროგრამას ...
„მრგვალი მაგიდა“ 23 დეკ, 2016
23 დეკემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალმა ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინა წლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ სახელწოდებით „მრგვალი მაგიდა“. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ეროვნული მდივნის მოადგილე ...
ხიდის რეაბილიტაცია 23 დეკ, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭივილაანთში მიმდინარეობს საცალფეხო ხიდი რეაბილიტაცია. იხ. ...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N53 21 დეკ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N52 21 დეკ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N51 21 დეკ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ...
შეხვედრა ვაჟა აზარაშვილთან 21 დეკ, 2016
2016 წლის 20 დეკემბერს, ჟინვალის კულტურის სახლში გაიმართა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო შემოქმედებითი შეხვედრა-კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას იღებდა ცნობილი პოეტი მანანა დაგნაძე, საესტრადო მომღერალი ზურაბ კობეშავიძე. კონცერტი მიჰყავდა საქართველოს ...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N50 20 დეკ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ...
19 დეკ, 2016
2016 წლის 27 დეკემბერს, 13:30 სთ-ზე, სამუსიკო სკოლის ყოფილ შენობაში ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა. ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით