გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1229
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა 19 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 19 აპრილს, ქ. დუშეთში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის- ,,შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.



პროექტის მიზანია, კულტურულ და შემოქმედებით სექტორში პოტენციურად დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი კულტურული ლანდშაფტების განვითარების გეგმების შემუშავება თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით და სხვა მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო ურთიერთკავშირის ჩამოყალიბება, რომელიც რეგიონს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაში დაეხმარება.



სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა სექტორის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკა, ადგილობრივი კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების პოტენციალი და პროექტში დაგეგმილი კვლევისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მეთოდიკა;



შეხვედრას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, „მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური განვითარების“ სააგენტოს ხელმძღვანელი-შალვა გივიშვილი, ფორუმის- ,,შემოქმედებითი საქართველოს’’ აღმასრულებელი დირექტორი- ზვიად მჭედლიშვილი, ექსპერტი- რაგნარ სილი, პროექტის კოორდინატორი- გიორგი რაზმაძე, კულტურულ და შემოქმედებით სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვდასხვა სამსახურის წარმომადგენლები.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1278349022284732
პროექტ „COMUS”-ის დახურვის ღონისძიება 22 ივნ, 2017
21 ივნისს დუშეთის ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში გაიმართა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიება. „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები“ (COMUS) 2 წლიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უამრავი აქტივობა განხორციელდა და შეიქმნა კულტურული ...
22 ივნ, 2017
დღეს, 22 ივნისს, 18 საათზე, დუშეთის კულტურის სახლში გაიმართება მსახიობ მურმან ჯინორიას და და მომღერალ ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო. გთხოვთ. ...
ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ 16 ივნ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა 10 დღის განმავლობაში უნდა ...
ფესტივალი „ვიოლინოს გასაღები“ და „ოქროს ნიღაბი“ 15 ივნ, 2017
2017 წლის 15 ივნისს, დუშეთის კულტურის სახლში დასრულდა ფესტივალ_ კონკურსი „ ვიოლინოს გასაღები“ და „ოქროს ნიღაბი“. ფესტივალში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების მოსწავლეები და სკოლამდელი აღზრდის ფილიალების აღსაზრდელები. მონაწილეები შეაფასა ჟიურიმ და გამოვლინა გამარჯვებულები: ...
ფესტივალ-კონკურსი „ვიოლინოს გასაღები” 14 ივნ, 2017
2017 წლის 14 ივნისს, ქ.დუშეთის კულტურის სახლში ჩატარდა ყოველწლიური ქართული საბავშვო საესტრადო სიმღერების ფესტივალ-კონკურსი „ვიოლინოს გასაღები“, რომელშიც მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის N 3 ფილიალი,ფასანაურისა და ანანურის საჯარო სკოლის ...
ფესტივალი ოქროს ნიღაბი 13 ივნ, 2017
ყოველწლიური თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“ გრძელდება.13 ივნისს, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ დუშთის მუნიციპალიტეტის I და II, ფასანაურისა და ბულაჩაურის საჯარო სკოლების მოსწავლეები.დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან გამარჯვებული ბავშვები. იხილეთ ფოტომასალა: ...
თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი’’ გაიხსნა 12 ივნ, 2017
12 ივნისს, ქ. დუშეთის კულტურის სახლში გაიხსნა ყოველწლიური თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი’’, რომელშიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ. II და III საბავშვო ბაღების აღზარდელებმა მაყურებელს წარუდგინეს ...
ქ. დუშეთში განახლებული კულტურის სახლი გაიხსნა 9 ივნ, 2017
2017 წლის 9 ივნისს, ქ. დუშეთში, საზეიმოდ გაიხსნა ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლი, რომელსაც წელს, 60 წელი შეუსრულდა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანდებით, 1957 წელს აშენებულ კულტურის სახლს სრული ...
ა(ა)იპ ,,დუშეთის კეთილმოწყობის სამსახურის'' სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტში 9 ივნ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ა(ა)იპ ,,დუშეთის კეთილმოწყობის სამსახურმა’’ ქალაქის ცენტრისა და სკვერის ტერიტორიებზე საყვავილე თარგები მოაწყო. დაირგო სეზონური ყვავილები. გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერიეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ...
ქ. დუშეთში განახლებული კულტურის სახლი იხსნება 8 ივნ, 2017
მ/ წლის , 9 ივნისს 17 საათზე დაგეგმილია განახლებული კულტურის სახლის გახსნა და ქალბატონ მაია მანიას წიგნის ,, დუშეთი- ურბანული და და არქიტექტურული მემკვიდრეობა’’პრეზენტაცია. გთხოვთ, ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით