გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
გუდაურის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების გეგმების განხილვა 4 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 4 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა გუდაურის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების საჯარო განხილვა. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის პოტენციურად მნიშვნელოვანი საინვესტიციო არეალების, განაშენიანების რეგულირების გეგმების (გრგ) შემუშავების საპროექტო მომსახურების ფარგლებში, გრგ გეგმარებითი დავალების პროექტს, რომელიც აერთიანებს 6 გეგმარებით არეალს. მისი დანიშნულებაა გრგ შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, წინასაპროექტო კვლევის საფუძველზე თავი მოუყაროს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ადგენენ დაგეგმვის ამოცანებს, პარამეტრებს და ტერიტორიულ ფარგლებს, აგრეთვე დაგეგმვის და მისი განხორციელების ეკოლოგიურ, ტექნიკურ, საორგანიზაციო და სხვა პირობებს. შეხვედრა ორგანიზებული იყო ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიისა’’ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რომელსაც დაინტერესებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე ბესიკ თალაკვაძე, მოადგილე მანანა ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო დეპარტამენტის წარმომადგენელი კახაბერ ნიაური, შ.პ.ს ,,თავისუფალი არქიტექტორები’’-ს წარმომადგენელი გიორგი დათუკიშვილი, შ.პ.ს ,,არტსტუდიო’’-ს წარმომადგენელი შოთა დემეტრაშვილი.



იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1621720217947609
ლიტვის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ქ. დუშეთში 20 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 20 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - გიედრიუს პუოჯუნასის უმასპინძლა. გიედრიუს პუოჯუნასი ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგნელებთან ერთად, ქ. დუშეთს სამუშაო ვიზიტით ...
დაბა ფასანაურში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა 20 აპრ, 2018
2018 წლის 18 აპრილს, დაბა ფასანაურში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი. მონაწილეობდნენ ქართველი და იაპონელი მუსიკოსები: კამერული ანსამბლი იაპონიიდან, იაპონიაში მოღვაწე დირიჟორი, მევიოლინე - გიორგი ბაბუაძე და ნიჭიერთა ათწლედი მამუკა სიხარულიძის ხელმძღვანელობით. კონცერტს ...
საქველმოქმედო აქცია სოფელ თხილიანაში 16 აპრ, 2018
2018 წლის 13 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი და ომში დაღუპულთა შემწეობის ფონდის - ,,მეოხი 2004’’-ის ხელმძღვანელი თემურ მირაქიშვილი უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. თხილიანაში მცხოვრებ ზაზა ჯაბანაშვილის მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. მათ ...
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს ოქმი N 108 16 აპრ, 2018
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს ოქმი N 108 იხილეთ ბმულზე: ...
მე–20 საიუბილეო ტურისტული გამოფენა-Caucasus Tourism-CTF ’18 16 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 12-14 აპრილს, საგამოფენო ცენტრ ,, ექსპო- ჯორჯიას’’ მე-11 პავილიონმა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ,,Welcome To Georgia! National Tourism Awards’’-ის მხარდაჭერით, მე-20 საიუბილეო ...
ქ. დუშეთში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 16 აპრ, 2018
2018 წლის 14 აპრილს, ქ.დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ...
ტრენინგი ფინანსური მიმართულებით დასაქმებული მოხელეებისათვის 12 აპრ, 2018
2018 წლის 12 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის’’ ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის გაიმართა სწავლება-ტრენინგი პროგრამული ბიუჯეტისა და შიდა ...
შეხვედრა ილიასეული სასამართლოს შენობის რეაბილიტაციის თაობაზე 11 აპრ, 2018
1 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქ. დუშეთში მდებარე ყოფილი სასამართლოს შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო პრობლემური საკითხების გადაწყვეტისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მიზნით. შეხვედრა ორგანიზებული იყო ადგილობრივი ...
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღე 10 აპრ, 2018
2018 წლის 9 აპრილს, ქ. დუშეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა- ზურაბ სეხნიაშვილმა, პირველ მოადგილესთან - გიორგი ...
სააღდგომო საჩუქრები 7 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 7 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი ესტუმრნენ დუშეთის ა(ა)იპ ,,უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის’’ და ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.უფასო სასადილოს აგრეთვე ესტუმრნენ: მერის ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით