გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1198
სიახლეები
პრეზენტაცია აგროწარმოებით დაინტერსებული საზოგადოებისათვის 26 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 25 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამისა და მატერიალური ორგანულ-მელიორაციული სასუქის - ,,ბომსის’’ პრეზენტაცია გაიმართა.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში ხორციელდება და ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ. პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში.



შეხვედრაზე განხილული იქნა პროგრამის მიზნები და მნიშვნელობა ფერმერებისათვის.

შპს. ,,ჯანმრთელი ცხოვრების’’ წარმომადგენელმა- გიორგი ჯერენაშვილმა დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად დაურიგა მატერიალურ ორგანულ-მელიორაციული სასუქი ,,ბომსი’’, რომელიც განეკუთვნება ემ-ტექნოლოგიას (ეფექტური მიკროორგანიზმები). როგორც გიორგი ჯერენაშვილმა აღნიშნა ,,ემ-ტექნოლოგია- ეს არის ნატურალური, ხარისხიანი კვების პროდუქტების წარმოება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ნიადაგის გაჯანსაღება’’.

შეხვედრას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი - ზურა სეხნიაშვილი, ,,პროექტების მართვის სააგენტოს’’ წარმომადგენელი - თორნიკე ლათათია, ,,სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის’’ კონსულტანტი - ეკა გურგენიძე და აგროწარმოებით დაინტერესებული დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1286390254813942
დაღუპული გმირების მემორიალური დაფის გახსნა მაღაროსკარში 27 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 27 აპრილს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების შემწეობის ფონდის- ''მეოხი-2004'' ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ორგანიზებით დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარის საჯარო სკოლაში, საქართველოს ...
„ საქართველოს მოხალისე-ს “ შესარჩევი კონკურსი დაიწყო! 26 აპრ, 2017
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს (მ/წლის 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით ) ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16 - დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით. (თითო მუნიციპალიტეტიდან -თითო მოხალისე) მოხალისეობის ...
სამუშაო შეხვედრა 25 აპრ, 2017
25 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა- ვაჟა ჩოხელმა სამუშაო ფორმატში უმასპინძლა ,,ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის’’ ხელმძღვანელს - ვიდას კავალაუსკასის. შეხვედრის მიზანი იყო ლიტვის რესპუბლიკის ქალაქის- მოლეტაისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ...
ბესიკ ბუზალაძის სახელობის ტურნირი ჭიდოაბა-ძიუდოში 25 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 22 აპრილს, დაბა ჟინვალში ჩატარდა ბესიკ ბუზალაძის სახელობის რეგიონალური ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში. მონაწილეობა მიიღეს მცხეთის, წილკნის, ახალგორის, დუშთის, ჟინვალის, ბაზალეთის, ფასანაურისა და წითელსოფლის მოჭიდავეთა კლუბების წევრებმა. ტურნირი ორ წონით კატეგორიაში ...
ევროპის იმუნიზაციის კვირეული საქართველოში 25 აპრ, 2017
24 – 30 აპრილი საქართველოში ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოცხადდა. აღნიშნული კვირეულის სლოგანია „ვაქცინები მოქმედებს“, „აცერი და დაიცავი“. ხოლო, მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ...
ენერგო-ეფექტური ღუმელი გრემისხევის საბავშვო ბაღს 24 აპრ, 2017
24 აპრილს, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის ფარგლებში, გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე- თინათინ ცოცხალაშვილი და გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი - მიხეილ კარიაული, ...
21 აპრ, 2017
22 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა უერთდება დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მასშტაბურ დასუფთავების აქციას. მოხალისეები შეიკრიბებიან 11:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობასთან. გთხოვთ, მობრძანდეთ და მონაწილეობა მიიღოთ ...
გამწვანების აქცია ქ. დუშეთში 21 აპრ, 2017
21 აპრილს, ქ. დუშეთში, სკვერის ტერიტორიაზე, ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა’’ და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა. დაირგო ცაცხვისა და ფიჭვის ნერგები, სულ ასი ნერგი. აქციაში მონაწილეობა მიიღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ...
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ვიზიტი 21 აპრ, 2017
21 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სამუშაო ფორმატში მიიღო. განხილული იქნა მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები, საქართველოში არსებულ კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებები დაცული ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით