გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1132
სიახლეები
ლიტერატურული კონკურსი ,,ჩემი ქალაქის ამბები’’ 1 ნოე, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ მართულ პროექტ COMUS-ის ფარგლებში აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს თემაზე- ჩემი ქალაქის ამბები.

თითოეული ადამიანისთვის ქალაქი და საცხოვრებელი გარემო მისი პიროვნების იდენტობის განმსაზღვრელი ელემენტია, თუმცა ამას ხშირად ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენი პირადი დამოკიდებულება მშობლიურ გარემოსთან ყალიბდება ჯერ კიდევ ბავშვობის გაუცნობიერებელი წლებიდან: პირადად ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადგილებისა და შენობების, შეხვედრის ადგილების, პოპულარული ისტორიების, ანეგდოტებისა თუ კოლორიტული პიროვნებების, საოჯახო არქივებში დაცული ფოტოებისა და დოკუმენტების, უფროსი თაობის მიერ მოყოლილი ამბების და სხვა მრავალი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორის მეშვეობით.

ჩვენი სურვილია აღმოვაჩინოთ და გავიცნოთ მაცხოვრებლების მიერ დანახული დუშეთი, მისი ყოველდღიურობით და ქალაქური ისტორიებით.

კონკურსის მიზანია:

. იმ ქალაქური ისტორიების აღმოჩენა, გაცნობიერება და პოპულარიზაცია, რაც, მატერიალურ მემკვიდრეობასთან ერთად, ქმნის ქალაქის განუმეორებელ ხიბლს და დუშეთის იდენტობას.

. დუშეთის მაცხოვრებლების მეხსიერებაში შემონახული ამბების, პერსონალური თუ საოჯახო ისტორიების, მათ შორის ცნობილ ადამიანებთან, კოლორიტულ პიროვნებებთან, ისტორიულ მოვლენებთან, კონკრეტულ ადგილებთან თუ შენობებთან დაკავშირებული ამბების, ანეკდოტებისა და ისტორიების გამოვლენა.

. ადგილობრივი თემის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ინტერესისა და ჩართულობის გაზრდა ქალაქის იდენტობის მაფორმირებელი მატერიალური თუ არამატერიალური ასპექტების გამოვლენის, პოპულარიზაციის და ცნობიერების ამაღლების საქმეში.

კონკურსი მოეწყობა ერთ ტურად.

მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გამოგზავნილი ნამუშევრებიდან საკონკურსო პირობების ყველა ნორმის დაცვით შეირჩევა ყველაზე საინტერესო, ქალაქისათვის ყველაზე ფასეული, ამასთან ყველაზე კარგად შედგენილი ნაშრომები.

საკონკურსო ნაშრომის წარმოდგენის ტექნიკური მახასიათებლები:

ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს MS Word ფორმატში დაწერილ ელექტრონულ ტექსტს;

შესაბამის შემთხვევაში ცალკე ფაილების სახით თან უნდა ახლდეს ფოტო ან გრაფიკული ილუსტრაციები (ძველი ფოტოების, ჩანახატების, დოკუმენტების ციფრული ვერსიები, სხვა შესაბამისი მასალა);

საკონკურსო ნიმუშის წარმოდგენის ფორმა:

ნამუშევრის ავტორი - სახელი, გვარი

საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ. ელ. და საფოსტო მისამართი)

ტექსტის სათაური

ძირითადი ტექსტი

ტექსტური ინფორმაციის წყარო: სად, როდის, ვის მიერ იქნა ინფორმაცია მოწოდებული,

საარქივო ილუსტრაციის წყარო: ავტორი/ საოჯახო ან სხვა არქივის მითითება/სხვა..

დანართის სახით, ცალკე ფაილებად საილუსტრაციო მასალა

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

საკონკურსო ფოტოები გამოაგზავნეთ ელ.მისამართზე:

comusdusheti@gmail.com

საკონკურსო ნამუშევრების მიღება იწარმოებს 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე.

სასურველია, სიტყვების საერთო რაოდენობა არ იყოს 500 სიტყვაზე ნაკლები

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეკონტაქტეთ ტელ. ნომერზე: 599 604 500

13სთ-დან -15სთ-მდე (სამუშაო დღეებში).

,,თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში” (COMUS) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი რეგიონული პროექტია, რომელიც მოიცავს ხუთი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა) ცხრა საპილოტე ქალაქს. საქართველოდან მონაწილე საპილოტე ისტორიული ქალაქებია დუშეთი და ჭიათურა.

პროექტის განხორციელების ვადებია 2015-2017. ეროვნულ დონეზე პროექტს კოორდინაციას უწევს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხოლო ადგილობრივ დონეზე - საპილოტე ქალაქის ადმინისტრაციაში შექმნილი პროექტის მართვის ჯგუფები.

COMUS-ის მთავარი მიზანი ისტორიული ქალაქების კულტურული რესურსების და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება და კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების ფაქტორის მდგრადი და სტრატეგიული გამოყენების ხელშეწყობაა.

ადგილობრივი თემის ჩართულობა პროექტის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც ეხმიანება ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის “საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ” დებულებებს.
,,ახალგაზრდები ინოვაციური განვითარებისათვის’’ 27 თებ, 2017
პროექტს ,,ახალგაზრდები ინოვაციური განვითარებისათვის’’ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ელვა’’, ჯეოლაბსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, USAID-ის პროექტს ,,მმართველობა განვითარების ფინანსური მხარდაჭერით’’ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს 5 ...
23 თებ, 2017
2015 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ,,მოხალისეობის განვითარების პროგრამის - ,,საქართველოს მოხალისის’’ განხორციელება. პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო ...
სამუშაო ვიზიტი უკრაინაში 21 თებ, 2017
2017 წლის 15-16 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი-ვაჟა ჩოხელი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „მერები, ლიდერები ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში. იგი ირლანდიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მიწვეულ იქნა სპიკერად. სემინარი ...
შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის დაცული ლანდშაფტის სტუსის მინიჭების შესახებ 21 თებ, 2017
20 თებერვალს, ქ. დუშეთში, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის, კერძოდ, პირაქეთა ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრისათვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებასთან ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 15 თებ, 2017
2017 წლის 18 თებერვალს, შაბათს, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრის შენობაში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ,, ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის გადაუდებელი ცენტრის’’ ექიმების მიერ ჩატრადება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეთა უფასო გამოკვლევა: კარდიოგრაფია, ...
სამუშაო შეხვედრა 10 თებ, 2017
2017 წლის 9 თებერვალს, ქ.დუშეთში, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანს ფშავ -ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისა და მისი მიმდებარე ზონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის განხილვა წარმოადგენდა. აღნიშნული სტრატეგიის შემუშავება ...
სამუშაო შეხვედრა 8 თებ, 2017
2017 წლის 8 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენრალური გეგმის საჯარო განხილვა. განხილვაში მონაწილეობდნენ: მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ...
ფორუმ-თეატრი ოჯახში ძალადობის თემაზე 6 თებ, 2017
5 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“, ოჯახში ძალადობის თემაზე მცხეთა-მთიანეთის (საგურამო და ბაზალეთი) კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების მაღალი კლასის მოსწავლეებისათვის ფორუმ-თეატრი გამართა. ასოციაცია „თანხმობა“ ...
საქველმოქმედო აქცია 6 თებ, 2017
2017 წლის წლის 6 თებერვალს, დუშეთის მუნციიპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გივი ზურაბაშვილმა გამგეობის შესაბამის სამსახურებთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მათთვის განკუთვნილი სავარძელ-ეტლები ...
სამუშაო შეხვედრა 2 თებ, 2017
2017 წლის 2 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში „ყოფილი მანქანა-ტრაქტორთა სადგური (მტს)'' წინასწარი ტექნიკური შეფასება. შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროექტ COMUS-ის ოფიცერმა რუსუდან ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით