გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
ჯუთა-როშკის საავტომობილო გზის პროექტის განხილვა ქ. დუშეთში 27 აპრ, 2018
2018 წლის 27 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით, ჯუთა-როშკის გზის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრის ინიციატორი სოფლების- როშკის, ღელისვაკის, ბლოსა და ბარისახოს მოსახლეობა იყო, რომელთაც აღნიშნული თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. საჯარო განხილვაზე, დაინტერესებული მოსახლეობა დეტალურად გაეცნო ახალი საავტომობილო გზის პროექტს. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ინფორმაცია უშუალოდ პროექტანტი კომპანიის - ,,IGH Georgia’’-ს წარმომადგენლებისაგან მიეღო. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ წარმოადგინა პროექტის განახლებული ვერსია, რომელშიც მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები. პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობსა და ქედზე გაივლის, რომელიც აბსოლუტურად უწყლოა, მზიანი და ავტომანქანით გადაადგილება შესაძლებელია ზამთრის პერიოდშიც. შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ დუშთის მუნიციპალიტეტის მერი- ზურაბ სეხნიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე- კახაბერ ჩიტაური, აგრეთვე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს და დარწმუნდნენ, რომ პროექტი მათთვის აბსოლუტურად მისაღებია. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ჯუთა–როშკის საავტომობილო გზის მშენებლობა ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთის შემაერთებელი გზის პროექტის ნაწილია, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციით, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა 2020 წლამდე უნდა დასრულდეს.



იხილეთ ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1646744998778464
ქ. დუშეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 მაი, 2018
დუშეთში, კოსტავას ქუჩაზე, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე , წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრი ახორციელებს არსებული 130 მ. სიგრძის მილის პოლიეთილენის მილით ჩანაცვლებას. აღნიშნული ...
ჭართლის თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 მაი, 2018
ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ჭართალში დასრულებულია ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა, ხოლო სოფელ დოლასქედიდან სოფელ ვაშლობის მიმართულებით მიმდინარეობს ხევის კალაპოტის გაწმენდა-გაფართოება, ამ ეტაპზე უკვე გაწმენდილია 6 კმ-იანი ...
დაბა ჟინვალში ბესიკ ბუზალაძის სახელობის ტურნირი გაიმართა 1 მაი, 2018
2018 წლის 28 აპრილს, დაბა ჟინვალში, ა(ა)იპ ,,დუშეთის სასპორტო გაერთიანების’’ ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის- ბესიკ ბუზალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში. სპორტული შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში 2004-2006 და 2007-2008 წლებში დაბადებულთა შორის ...
ჭართალის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი გაიხსნა 1 მაი, 2018
2018 წლის 30 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი-ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ...
ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების ვიზიტი დუშეთის მუნიცილიტეტში 1 მაი, 2018
24-27 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტმა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის ბუნებრივი კონსერვაციის სააგენტოსა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები მაღაროსკარის, ბარისახოს, ფასანაურისა და გუდამაყრის ...
მლეთაში ლომისობის დღესასწაულისთვის ემზადებიან 27 აპრ, 2018
ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა საგზაო სამუშაოები: სოფელ ზემო მლეთის მიმართულებით მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მიზნით, გაიწმინდა და გაფართოვდა ლომისის ხევის კალაპოტი. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელეწყობითა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ...
ფასანაურის თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 27 აპრ, 2018
2018 წლის 24 აპრილს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ -ზაქარია ხეხელაშვილმა ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის ხანდოს ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ხანდოს ხეობაში მიმდინარეობს წითლიანების დასახლების წყალმომარაგების ქსელის მოწყობის ...
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორხის ხეობაში 26 აპრ, 2018
2018 წლის 24 აპრილს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ- ზაქარია ხეხელაშვილმა მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის ხორხის ხეობაში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ხორხის ხეობაში დასრულდა სტიქიის შედეგად ...
დუშეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის კარატისტების წარმატება 26 აპრ, 2018
2018 წლის 20-22 აპრილს, თურქეთში, ქ.სტამბულში, ჩატარდა შოტოკან კარატეს მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,,დუშეთის სასპორტო გაერთიანების'' ხელშეწყობით მონაწილეობა მიიღეს ქ. დუშეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა; მწვრთნელი -დავით მამნიაშვილი. ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით