გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1175
სიახლეები
საჯარო განხილვა დუშეთში 12 დეკ, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოეწყო საჯარო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. შეხვედრა გახსნა სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა- გიორგი მამრიკიშვილმა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს შეუწყობს აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას. შეხვედრას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე- კობა არაბული, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე- გივი ზურაბაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლები.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1154246784694957



იხ. ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/watch?v=WNR8W_QzgIE&feature=youtu.be
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის პრეზენტაცია 18 მაი, 2017
18 მაისს, ქ.დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია -„გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივ თვითმართველობის განხორციელების პროცესში“. პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტის ...
შეხვედრა მჭადიჯვრისა და ჭოპორტის თემების მოსახლეობასთან 17 მაი, 2017
მიმდინარე წლის 16 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი მჭადიჯვრისა და ჭოპორტის მოსახლეობას შეხვდა. დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის დეკემბერში ...
,,აწარმოე საქართველოში’’ 17 მაი, 2017
მიმდინარე წლის 16 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია, სადაც ,,მეწარმეობის განვითარების ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 15 მაი, 2017
16 მაისს, 11:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის (ქ.დუშეთი, რუსთაველის ქუჩა N27) სააქტო დარბაზში, სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია, სადაც ...
შეხვედრა ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან 15 მაი, 2017
მიმდინარე წლის 15 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის ...
საინფორმაციო შეხვედრა 11 მაი, 2017
11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენლის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის ფარგლებში - ,,ასოცირების ხელშეკრულების ...
დუშეთის მუნიციპალიტეტში იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა 11 მაი, 2017
11 მაისს, ქ. დუშეთში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით თითოეული სოფლისათვის ამოქმედდა. 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ყავდა: ქ. დუშეთის მიმართულებით, მოქალაქეებთან ...
შეხვედრები ჟინვალისა და დუშეთის თემების მოსახლეობასთან 11 მაი, 2017
მიმდინარე წლის 10 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი, ჟინვალისა და დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. საზოგადოებისათვის ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 10 მაი, 2017
11 მაისს, 16:30 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრის მიზანია, დეტალურად მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ევროკავშირისა და ...
26 წლის შემდეგ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდება! 10 მაი, 2017
11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, მუნიციპალიტეტში ამოქმედდება იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა . 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ეყოლება . პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება დუშეთში, 11 მაისს, 11:00 საათზე. მოქალაქეები ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით