გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1209
სიახლეები
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის პრეზენტაცია 18 მაი, 2017
18 მაისს, ქ.დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია -„გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივ თვითმართველობის განხორციელების პროცესში“. პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭირვალობისა და ანგარიშ-ვალდებულების გაზრდა თანამედროვე კომუნიკაციების საშუალებითა და მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებით. საპილოტე თემებად შერჩეულია დუშეთის მუინიციპალიტეტის ხუთი ადმინისტრაციული ერთეული: დუშეთის, ფასანაურის, ჟინვალის, მჟადიჯვრისა და ჭოპორტის. სადაც უკვე ჩამოყალიბებულია პროექტის საწყის ეტაპზე გათვალისწინებული „მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტები“, რომელთაც სამომავლოდ პირდაპირი კომუნიკაციით ხელი უნდა შეუწყონ ინფორმაციის გაცვლას ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებსა და სამიზნე ჯგუფებს შორის.მოსახლეობასთან ადგილობრივი ხელისუფლების საინფორმაციო შეხვედრისა და დებატების ორგანიზებას, ბიუჯეტის შემუშავებას პროცესში დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აქტიური მონაწილეობასა და მათი პრიორიტეტების გათვალისწინებას. პროექტის ფარგლებში, საპილოტე ადმინისტრაციულ ერთეულებში დამონტაჟდება 5 ინფო-ბოქსი და 5 ლაით-ბოქსი, სადაც იქნება მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მუნიციპალურ სერვისებზე და ასევე დაიდგმება გამგებელთან პირადი კომუნიკაციის საშუალებები - საფოსტო ყუთები, რომლითაც მოსახლეობას შეეძლება სარგებლობა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე - თინათინ ცოცხალაშვილი, პროექტის ექსპერტი ეროვნულ დონეზე - გიორგი მესხიძე, ევროპის საბჭოს ექსპერტი - მელანი სტივენსი და პროექტის ფარგლებში შერჩეული ,,მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტების'' წარმომადგენლები საპილოტე ადმინისტრაციული ერთეულებიდან.



იხილეთ ფოტომასლა: https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1309053965880904
შეხვედრა მჭადიჯვრისა და ჭოპორტის თემების მოსახლეობასთან 17 მაი, 2017
მიმდინარე წლის 16 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი მჭადიჯვრისა და ჭოპორტის მოსახლეობას შეხვდა. დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის დეკემბერში ...
,,აწარმოე საქართველოში’’ 17 მაი, 2017
მიმდინარე წლის 16 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია, სადაც ,,მეწარმეობის განვითარების ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 15 მაი, 2017
16 მაისს, 11:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის (ქ.დუშეთი, რუსთაველის ქუჩა N27) სააქტო დარბაზში, სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია, სადაც ...
შეხვედრა ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან 15 მაი, 2017
მიმდინარე წლის 15 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის ...
საინფორმაციო შეხვედრა 11 მაი, 2017
11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენლის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის ფარგლებში - ,,ასოცირების ხელშეკრულების ...
დუშეთის მუნიციპალიტეტში იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა 11 მაი, 2017
11 მაისს, ქ. დუშეთში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით თითოეული სოფლისათვის ამოქმედდა. 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ყავდა: ქ. დუშეთის მიმართულებით, მოქალაქეებთან ...
შეხვედრები ჟინვალისა და დუშეთის თემების მოსახლეობასთან 11 მაი, 2017
მიმდინარე წლის 10 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი, ჟინვალისა და დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. საზოგადოებისათვის ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 10 მაი, 2017
11 მაისს, 16:30 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრის მიზანია, დეტალურად მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ევროკავშირისა და ...
26 წლის შემდეგ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდება! 10 მაი, 2017
11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, მუნიციპალიტეტში ამოქმედდება იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა . 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ეყოლება . პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება დუშეთში, 11 მაისს, 11:00 საათზე. მოქალაქეები ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით