გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1239
სიახლეები
,,აწარმოე საქართველოში’’ 17 მაი, 2017
მიმდინარე წლის 16 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია, სადაც ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოს'' წარმომადგენელემა- ირინა გიორგაძემ დაინტერესებულ პირებს გააცნო პროგრამაში ჩართვისა და პროგრამის განხორციელების დეტალები.





სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით 15 მაისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია ა.წ. 31 მაისის ჩათვლით.



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აწარმოე საქართველოში მიერ განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.



,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოს'' წარმომადგენლები საინფორმაციო ტურის ფარგლებში უკვე ესტუმრნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს: ანანურს, ჭართალს, ფასანაურს, გუდამაყარს, ქვეშეთს; პრეზენტაციები დაგეგმილია და ეტაპობრივად ჩატარდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1308011219318512
მე–20 საიუბილეო ტურისტული გამოფენა-Caucasus Tourism-CTF ’18 16 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 12-14 აპრილს, საგამოფენო ცენტრ ,, ექსპო- ჯორჯიას’’ მე-11 პავილიონმა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ,,Welcome To Georgia! National Tourism Awards’’-ის მხარდაჭერით, მე-20 საიუბილეო ...
ქ. დუშეთში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 16 აპრ, 2018
2018 წლის 14 აპრილს, ქ.დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ...
ტრენინგი ფინანსური მიმართულებით დასაქმებული მოხელეებისათვის 12 აპრ, 2018
2018 წლის 12 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის’’ ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის გაიმართა სწავლება-ტრენინგი პროგრამული ბიუჯეტისა და შიდა ...
შეხვედრა ილიასეული სასამართლოს შენობის რეაბილიტაციის თაობაზე 11 აპრ, 2018
1 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქ. დუშეთში მდებარე ყოფილი სასამართლოს შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო პრობლემური საკითხების გადაწყვეტისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მიზნით. შეხვედრა ორგანიზებული იყო ადგილობრივი ...
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღე 10 აპრ, 2018
2018 წლის 9 აპრილს, ქ. დუშეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა- ზურაბ სეხნიაშვილმა, პირველ მოადგილესთან - გიორგი ...
სააღდგომო საჩუქრები 7 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 7 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი ესტუმრნენ დუშეთის ა(ა)იპ ,,უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის’’ და ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.უფასო სასადილოს აგრეთვე ესტუმრნენ: მერის ...
5 აპრ, 2018
...
გუდაურის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების გეგმების განხილვა 4 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 4 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა გუდაურის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების საჯარო განხილვა. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის პოტენციურად ...
შეხვედრა ,,კივიტას გეორგიკა’’-ს წარმომადგენლებთან 3 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 3 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა’’-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ,,კივიტას გეორგიკა’’ ორგანიაზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვებთან“ (Save the Children) ერთად, მსოფლიო ბანკის (World Bank) გლობალური ...
სსიპ ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი’’ 3 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 3 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სსიპ ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის’’ საგაზაფხულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. კოლეჯის წარმომადგენლებმა დამსწრე ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით