გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1239
სიახლეები
შეხვედრა ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან 15 მაი, 2017
მიმდინარე წლის 15 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის დეკემბერში წარდგენილმა ზემოაღნიშნულმა საპროექტო წინადადებამ, გაიმარჯვა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“.

პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა თანამედროვე კომუნიკაციების გზითა და მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებით. საპილოტე თემებად შერჩეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციული ერთეული ( ქ. დუშეთი, ჟინვალი, ფასანაური, მჭადიჯვარი და ჭოპორტი), სადაც პროექტის პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია „მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტების“ შექმნა, რომელთა ძირითად ბირთვს ადგილობრივი მოსახლეობა უნდა წარმოადგენდეს.

აღნიშნულ შეხვედრაზე, ისევე როგორც ჟინვალისა და დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრებზე, პროექტზე მომუშავე მობილურმა ჯგუფმა მოსახლეობას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია პროექტის არსისა და განსახორციელებელი ქმედებების შესახებ, ჩამოყალიბდა „მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტი’’, რომელიც მომავალში პირდაპირი კომუნიკაციის გზით, ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სამიზნე ჯგუფებს შორის ინფორმაციის გაცვლას, ფოკუს-ჯგუფების, საინფორმაციო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდის დებატების ორგანიზებას მოსახლეობასთან და სხვ.

შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აგრეთვე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, გამგებლის წარმომადგენლები ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში და პროექტზე მომუშავე მობილური ჯგუფის წევრები.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1306492839470350
მე–20 საიუბილეო ტურისტული გამოფენა-Caucasus Tourism-CTF ’18 16 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 12-14 აპრილს, საგამოფენო ცენტრ ,, ექსპო- ჯორჯიას’’ მე-11 პავილიონმა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ,,Welcome To Georgia! National Tourism Awards’’-ის მხარდაჭერით, მე-20 საიუბილეო ...
ქ. დუშეთში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 16 აპრ, 2018
2018 წლის 14 აპრილს, ქ.დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ...
ტრენინგი ფინანსური მიმართულებით დასაქმებული მოხელეებისათვის 12 აპრ, 2018
2018 წლის 12 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის’’ ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის გაიმართა სწავლება-ტრენინგი პროგრამული ბიუჯეტისა და შიდა ...
შეხვედრა ილიასეული სასამართლოს შენობის რეაბილიტაციის თაობაზე 11 აპრ, 2018
1 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქ. დუშეთში მდებარე ყოფილი სასამართლოს შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო პრობლემური საკითხების გადაწყვეტისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მიზნით. შეხვედრა ორგანიზებული იყო ადგილობრივი ...
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღე 10 აპრ, 2018
2018 წლის 9 აპრილს, ქ. დუშეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა- ზურაბ სეხნიაშვილმა, პირველ მოადგილესთან - გიორგი ...
სააღდგომო საჩუქრები 7 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 7 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი ესტუმრნენ დუშეთის ა(ა)იპ ,,უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის’’ და ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.უფასო სასადილოს აგრეთვე ესტუმრნენ: მერის ...
5 აპრ, 2018
...
გუდაურის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების გეგმების განხილვა 4 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 4 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა გუდაურის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების საჯარო განხილვა. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის პოტენციურად ...
შეხვედრა ,,კივიტას გეორგიკა’’-ს წარმომადგენლებთან 3 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 3 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა’’-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ,,კივიტას გეორგიკა’’ ორგანიაზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვებთან“ (Save the Children) ერთად, მსოფლიო ბანკის (World Bank) გლობალური ...
სსიპ ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი’’ 3 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 3 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სსიპ ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის’’ საგაზაფხულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. კოლეჯის წარმომადგენლებმა დამსწრე ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით