გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1175
სიახლეები
ალ. როინაშვილის საიუბილეო საღამო 19 დეკ, 2016
მიმდინარე წელი ცნობილი მეცენატის, ,,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების’’ დიდი მოამაგის, ცნობილი კოლექციონერის, პირველი ქართველი ფოტოგრაფის- ალ. როინაშვილის საიუბილეო წელია. 1898 წელს, მისი ინიციატივით დაარსდა პირველი ბიბლიოთეკა ქ. დუშეთში. ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ინიციატივით შედგა ამ დიდი ქართველი 170 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. საღამოს ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე- გივი ზურაბაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, მუნიციპალური სამსახურის უფროსები, განყოფილების გამგეები, ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები, სასოფლო და სადაბო ბიბლიოთეკის დირექტორები. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი ,,ქალილო’’ (ხელმძღვანელი დ. ქავთარაძე), ნინო ელიაშვილი და მისი აღსაზრდელები. საღამო მიჰყავდა ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების აღმასრულებელ დირექტორეს ნ. თეთრუაშვილს.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1161512933968342
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები: 31 მაი, 2017
11:00 სთ. -ასფალტზე ხატვა, ქალაქის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით და საჩუქრების გადაცემა.( ქ. დუშეთის ცენტრალური პარკის, იგივე ,,ბულვარის’’ მიმდებარე ტერიტორია ) 12:00 სთ. - კონცერტი ბავშვთა საესტრადო ანსამბლ ,,ანი- ბანისა'' და სამეჯლისო ცეკვების სტუდიის აღსაზრდელთა ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 მაისის სხდომის ოქმი N6 31 მაი, 2017
იხ. ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 30 მაი, 2017
1 ივნისს, 11:00 საათზე, ქ. დუშეთის ,,კულტურის ცენტრის'' შენობაში (ყოფ. სამუსიკო სკოლა), სს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, გაიმართება სისხლის უანგარო დონორთა აქცია ,,თქვენ დღეს სიცოცხლე ...
ჯ. ნათელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური პირველობა ძიუდოში 30 მაი, 2017
29 მაისს, ქ. დუშეთის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზში, ჩატარდა ძიუდოში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ევროპის მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების აღმზრდელის- ჯემალ (ოთარ) ნათელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური პირველობა ძიუდოში. შეჯიბრი ...
შეხვედრა პედაგოგებთან 27 მაი, 2017
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ეგიდით შემუშავდა პროექტი,რომლის ფარგლებშიც უკვე მესამე წელია ტარდება უფასო ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და საგნებში პედაგოგთა პროფესიული სრულყოფისათვის,წინსვლისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. 27 მაისს, ...
ქ. დუშეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა 26 მაი, 2017
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დუშეთის მუნიციპალიტეტშიც განსაკუთრებულად აღინიშნა. ტრადიციულად დუშეთში დილიდან სხვადასხვა აქტივობები მოეწყო, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, ...
ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ! 25 მაი, 2017
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის'' მიერ, ვლადიკავკაზი-თბილისის 700 მმ-იან მაგისტრალზე წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 29 მაისს, 08:00 სთ-დან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: ქ. დუშეთი, ...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. დუშეთში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები: 25 მაი, 2017
12:30 სთ- კონცერტი ყოფილი სამუსიკო სკოლის შენობის წინ. 12:30 სთ - საჭადრაკო ტურნირი ბარისახოსა და დუშეთის მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის. 14:00 სთ -მემორიალური სტენდის გახსნა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქ. დუშეთის N 1 საჯარო სკოლაში. 15:00სთ - დოღი ბაზალეთის ტბის მიმდებარე ...
გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა 24 მაი, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის’’ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობითა და თანადაფინანსებით განხორციელდა ამბულატორიის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ...
შ. დავითაშვილის სახელობის ნორჩ მუსიკოსთა კონკურსი 23 მაი, 2017
მიმდინარე წლის მაისში, ქ. თელავში, ჩატარდა კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის სახელობის ნორჩ მუსიკოსთა კონკურსი, სადაც დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობით მონაწილეობა მიიღეს დუშეთის სახელოვნებო და ჟინვალის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა. ჟიურის ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით