გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1130
სიახლეები
ქ. დუშეთი ,,შემოქმედებითი საქართველოს’’ საერთაშორისო ფორუმზე 12 დეკ, 2016
მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში- ,,ტექნოპარკი'' საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ეგიდით გაიმართა ფართომასშტაბიანი ფორუმი სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის’’ . ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს სექტორის განვითარების ძირითადი ტენდენციები და გამოცდილება, მოეწყო პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები . ისტორიულ ქალაქ დუშეთში დაგეგმილი შემოქმედებითი პროექტების შესახებ, ფორუმზე პრეზენტაცია გააკეთა მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ- ბექა ღარიბაშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას დუშეთის სოციო კულტურული გამოცდილებიდან ის მნიშვნელოვანი ფაქტორები გააცნო , რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ქალაქის განვითარების გეგმას. ისაუბრა ქალაქის კრეატიული განვითარებისთვის აუცილებელ მიმრთულებებზე, როგორიცაა ქალაქის იმიჯის ფორმირება (ბრენდინგი),არსებული ინფრასტრუქტურის (თეატრი, კინო) ოპტიმიზაცია და დუშეთის ინტეგრაცია საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების კულტურულ პროცესებში. აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში, 9 დეკემბერს, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას, ბელარუსისა და საქართველოს დელეგაციათა ხელმძღვანელებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტი“მიიღეს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1154459228007046
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღე 9 აპრ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა- ვაჟა ჩოხელმა, გამგებლის პირველ მოადგილესთან - ბექა ღარიბაშვილთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გამგებელმა მოქალაქეებს ბზობის დღესასწაული მიულოცა. დღეს 28 წელი ...
C ჰეპატიტის უფასო კვლევის აქცია ქ. დუშეთში 7 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 7 აპრილს, ქ. დუშეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით, ჩატარდა მოსახლეობის უფასო სკრინინგის აქცია C ჰეპატიტზე. მობილური ლაბორატორიის გამოყენებით, სკრინინგის ფარგლებში, ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 5 აპრ, 2017
ჟინვალჰესის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს, დილიდან 18:00 საათამდე, ჰესზე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შეწყდება წყამომარაგება. ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი ...
ქ. დუშეთში „C“ ჰეპატიტის უფასო კვლევა ჩატარდება 4 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 7 აპრილს, 11:00 საათიდან, ყოფ. სამუსიკო სკოლის შენობაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ჩატრადება ,,C“ ჰეპატიტის უფასო კვლევის აქცია. გთხოვთ, მობრძანდეთ. კვლევა ...
სამუშაო შეხვედრა 3 აპრ, 2017
3 აპრილს, ქ. დუშეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული საჰაერო გაზსადენის მიწისქვეშა გაზსადენად გადაკეთებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. კომისიამ განიხილა დაცვის ზონაში არსებული საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშად გადაკეთების ...
კამერული ორკესტრის კონცერტი ქ. დუშეთში 31 მარ, 2017
ა(ა)იპ ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის’’ ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლაში ჩატარდა კამერული ორკესტრის კონცერტი. ქართულ-იაპონური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად, ...
აქცია გახშირებული საგზაო შემთხვევების წინააღმდეგ! 31 მარ, 2017
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის დღის სოციალური ცენტრის მოხალისეების ინიციატივით, მიმდინარე წლის 30 მარტს, ქ.დუშეთში გაიმართა გამაფრთხილებელი აქცია. მოხალისეებმა მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში გახშირებული საგზაო შემთხვევების შესახებ და დაურიგეს ...
ICCROM- ის ექსპერტის ვიზიტი ქ. დუშეთში 30 მარ, 2017
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცეტრს ( ICCROM) შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მიმდინარე წლის 29-30 მარტს , საქართველოს სტუმრობდა ICCROM- ის ექსპერტი და გენერალური ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 30 მარ, 2017
,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’ დუშეთის სერვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ ჟინვალის წყალსაცავში წყლის დებეტის ნაკლებობის გამო, მიმდინარე წლის 15 მაისამდე, ქ. დუშეთს წყალმომარაგება შეეზღუდება და განხორციელდება შემდეგი ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი N 04 27 მარ, 2017
იხ. ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით