გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
ფოტოხელოვანის იონას დოვიდენასის ფოტონამუშევრების გამოფენა გაიხსნა 18 მაი, 2018
2018 წლის 14 მაისს ქალაქ დუშეთში, ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ამერიკაში მოღვაწე ლიტველი ფოტოხელოვანის იონას დოვიდენასის ფოტონამუშევრების გამოფენა. იონას დოვიდენასი დაიბადა ლიტვაში 1939 წელს და 1949 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ბრაუნის უნივერსიტეტიდან, სწავლობდა ფოტოგრაფიას როდ აილენდის დიზაინის სკოლაში და ილინოისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მისი სოლო გამოფენები მსოფლიოს არაერთ ქალაქში მოეწყო. გამოფენას წინ უსწრებდა ქ.დუშეთში ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრის გახსნა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში. ლიტველი და ქართველი ხალხის დამეგობრება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის გამოცდილებების გაზიარებას. როგორც ქვეყნის ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს განვითარებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ლიტვის ელჩი საქართველოში - გიედრიუს პუოჯუნასი, ლიტვის ელჩის მეუღლე კულტურის ატაშე - ივეტა გედვილაიტე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ელიზაბეთ რუდი, საქართველოში უკრაინის ელჩი-იგორ დოლგოვი, ამერიკელი მხატვარი ტატიანა ზერკოვი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი - ვიდას კავალიუსკასი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის ლექტორი და ქალაქ დუშეთის ლიტვურ ქართული ცენტრის დირექტორი ირმა ჯანგირაშვილი, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სარა ეზელი, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მოადგილეებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. ფოტოგამოფენა გაგრძელდება 28 მაისამდე.



იხილეთ ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1666723220113975



იხილეთ ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/watch?v=oe9X7AAY26k&feature=youtu.be
უფასო სამედიცინო აქცია ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 18 მაი, 2018
2018 წლის 18 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ასლამაზიშვილისა და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ...
ანონსი: 18 მაი, 2018
ანონსი: 2018 წლის 20 მაისს, 16:00 საათზე ანსამბლი ,,ანჩისხატი’’ ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გამართავს კონცერტს, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ დუშეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტი გაიმართება ,, Chek-in Georgia-’’ ს ფარგლებში -,, ბაღია ჩვენი ქვეყანა’’, ღონისძიება ...
საიფორმაციო შეხვედრა USAID ZRDA - ს წარმომადგენლებთან 18 მაი, 2018
2018 წლის 16 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, USAID Zrda-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და პროექტის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ...
ევროკავშირის ინიციატივა ,,მერები ეკონომიკური ზრდისათვის’’ 18 მაი, 2018
2018 წლის 16 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის (LEDP) პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მუშავდება ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის’’. პრეზენტაცია წარადგინა პროექტის (LED) ოფიცერმა თინათინ ცოცხალაშვილმა ...
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს ოქმი N 109 18 მაი, 2018
იხილეთ ბმული: ...
ანანურის თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 14 მაი, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამჟამად სოფელ ანანურში, ეკლესიის მიმდებარედ დაიწყო გარე მოვაჭრეთათვის ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასევე მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები, სადაც განთავსდება მეორე ...
გაიმართა პედაგოგთა კონფერენცია 14 მაი, 2018
2018 წლის 12 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით პედაგოგთა კონფერენცია გაიმართა. იგი მიზნად ...
ტურნირი კალათბურთში 11 მაი, 2018
2018 წლის 10 მაისს, ქ. დუშეთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მცხეთა - მთიანეთის საზოგადოებრივი პროკურატურის თასის გათამაშება კალათბურთში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ქ. დუშეთის N1, N2, ანანანურისა და მჭადიჯვრის საჯარო სკოლების გუნდებმა. ტურნირზე საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1 ადგილი - ...
ნანა კაიშაურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა 11 მაი, 2018
2018 წლის 10 მაისს, ილია ზაქაიძის სახელობის ქ.დუშეთის კულტურის სახლში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ ,, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა დუშეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგის ნანა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით