გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1229
სიახლეები
გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა 24 მაი, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის’’ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობითა და თანადაფინანსებით განხორციელდა ამბულატორიის რეაბილიტაცია.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სათანადო პირობების უქონლობის გამო, გრემისხევის მოსახლეობისთვის ამბულატორიული მომსახურების მიღება დიდ სირთულეს წარმოადგენდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ამბულატორია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით, რაც მოასახლეობას საშუალებას მისცემს ისარგებლოს მრავალფეროვანი და სრულყოფილი მომსახურებით.

ამბულატორიის გარდა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, განხორციელდა აგრეთვე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.

შესრულებული სამუშაოები მოინახულეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა- ვაჟა ჩოხელმა, გამგეობის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა და ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების“ რესურს ცენტრის კოორდინატორმა- ნანა წიკლაურმა.

,,ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების“ პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია ,,ბრიჯ ინოვაცია და განვითარების’’ მიერ, „ევროკომისიის რისკების მიმართ მდგრადობის გაძლიერების პროგრამის'' (DIPECHO) ფარგლებში. დუშეთის მუნიციპალიტეტში, საპილოტედ შერჩეულია გრემისხევის ადმინისტრაციული ერთეული.



იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1314307788688855



იხილეთ ვიდეომასალა: https://www.youtube.com/watch?v=gYfjoTBnY3U&feature=youtu.be
დასუფთავების საგაზაფხულო სამუშაოები 20 მარ, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო დასუფთავების საგაზაფხულო სამუშაოები , რომელსაც ა(ა)იპ ,,დუშეთს კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების გაერთიანება’’ ახორციელებს. ქალაქის შემოსასვლელში გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, განხორციელდა გამხმარი ხეების ...
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში 20 მარ, 2018
2018 წლის 14 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის (LEDP) შემუშავების მიზნით, ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის’’ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტის (LED) ოფიცერი თინათინ ცოცხალაშვილი ...
ქ. დუშეთში სისხლის უანგარო დონორთა მორიგი აქცია გაიმართა 14 მარ, 2018
მიმდინარე წლის 14 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თამჯდომარის- გიორგი ასლამაზიშვილის ორგანიზებით, ქ.დუშეთში, გაიმართა სისხლის უანგარო ...
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს ოქმი N107 13 მარ, 2018
იხილეთ ბმული: ...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკოპინგის დასკვნა მენესო ჰესზე 13 მარ, 2018
იხილეთ ბმულზე: ...
სადებიუტო მატჩი დუშეთის ,,არაგვსა’’ და ,,ზუგდიდს’’ შორის. 13 მარ, 2018
მიმდინარე წლის 12 მარტს, ქალაქ დუშეთში, გაიმართა ეროვნული ლიგა 3-ის პირველი ტურის სადებიუტო მატჩი დუშეთის ,,არაგვსა’’ და ,,ზუგდიდს’’ შორის. მატჩი ,,არაგვის’’ გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა. იხილეთ ფოტომასალა: ...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება #2-136 13 მარ, 2018
იხილეთ ბმული: ...
სოფელ ბულაჩაურში მოწყობილი ახალი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევიდა 13 მარ, 2018
მიმიდნარე წლის 8 მარტს, ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ბულაჩაურში მოწყობილი ახალი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევიდა. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ლდს ჩერიტის’’ (LDS –CHARITIES) დაფინანსებით განხორციელდა. ...
ანონსი: 12 მარ, 2018
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 14 მარტს, ქ.დუშეთში, 11:00 საათიდან, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ატარებს სისხლის უანგარო დონორთა აქციას. აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს ჩაუტარდება გამოკვლევები.დაცული იქნება დონორთა ანალიზის პასუხების ...
შეხვედრა სოფელ ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში 12 მარ, 2018
მიმდინარე წლის 8 მარტს, სოფელ ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბაზალეთის დევნილთა დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით