გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
ანონსი: 18 მაი, 2018
ანონსი:

2018 წლის 20 მაისს, 16:00 საათზე ანსამბლი ,,ანჩისხატი’’ ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გამართავს კონცერტს, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ დუშეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტი გაიმართება ,, Chek-in Georgia-’’ ს ფარგლებში -,, ბაღია ჩვენი ქვეყანა’’, ღონისძიება ტარდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.



ანსამბლი ,, ანჩისხატი’’ ჩამოყალიბდა 1987 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ანსამბლის რეპერტუარშია როგორც ქართული საგალობლები, ასევე მრავალფეროვანი ხალხური სიმღერები, ბევრი ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობელის ,,გაცოცხლება’’ და პოპულარიზაცია ,,ანჩისხატს’’ უკავშირდება. ანსამბლს ხშირად აქვს საგასტროლო ტურნეები და მასტერკლასები მსოფლიოს სხვადასხა ქვეყანაში. გამოცემული აქვს 18 ჩD, საგალობლებისა და ხალხური სიმღერების არაერთი სანოტო კრებული.



დასწრება თავისუფალია



გთხოვთ, მობრძანდეთ!
ქ. დუშეთში გრძელდება წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 29 მაი, 2018
საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ქ.დუშეთში , ზანდუკელის ქუჩის მონაკვეთზე, ახორციელებს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას: მიმდინარეობს 80 მ. სიგრძის მილის პოლიეთილენის მილით ჩანაცვლება; სამუშაოების ...
ქ. დუშეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა 28 მაი, 2018
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დუშეთის მუნიციპალიტეტშიც განსაკუთრებულად აღინიშნა. ტრადიციულად, ქალაქში გაიმართა სხვდასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ...
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბიბლიოთეკებში 28 მაი, 2018
მიმდინარე წლის 21-25 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის „ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ორგანიზებით დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ...
სახელმწიფო ენის დღის საიუბილეო ღონისძიება ქ.დუშეთში 28 მაი, 2018
2018 წლის 24 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, სახელმწიფო ენის დღის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ წელს 40 წელი შესრულდა 1978 წლის მოვლენებიდან, მას შემდეგ რაც ...
ანონსი: 24 მაი, 2018
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქ. დუშეთში: 12:00 სთ - სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები: • მუნიციპალური ტურნირი ჭადრაკში ბარისახოსა და დუშეთის გუნდებს შორის. (ყოფ. სამუსიკო სკოლა); • ტურნირი ძიუდოში. (ქალაქის შემოსასვლელში მდებარე სკვერი); • დოღი ბაზალეთის ტბის ...
ახალმა თეატრმა დუშელ მაყურებელს ,,სულის პეპელა“ წარუდგინა 23 მაი, 2018
2018 წლის 22 მაისს, ქ. დუშეთში, ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში ახალმა თეატრმა დუშელ მაყურებელს სპექტაკლი ,, სულის პეპელა“ წარუდგინა. გოდერძი ჩოხელის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მხატვარია ზაზა კოლელიშვილი, რეჟისორი - ნათია გოგოჭური . ...
ველოტურის - ,,სპორტი მშვიდობისათვის“ მონაწილე ქ. დუშეთში 23 მაი, 2018
2018 წლის 22 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტს ველოტურის -,,სპორტი მშვიდობისათვის“ ფარგლებში ნოდარ ბერიძე ესტუმრა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს- თამაზ უნდილაშვილსა და მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. ...
ჰუმანიტარული აქცია დუშეთის მუნიციპალიტეტში 22 მაი, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა. დასახმარებლად გამოყოფილი ნივთები მათ ...
გლობალური აქცია - „მაისის გაზომვების თვე“ მუნიციპალიტეტში 22 მაი, 2018
დუშეთის მუნციპალიტეტი გლობალურ აქციას - „მაისის გაზომვების თვეს“ შეუერთდა დუშეთის მუნციიპალიტეტი შეუერთდა ჰიპერტენზიის თვეს და ახორციელებს წნევის გაზომვის აქციებს. ჰიპერტენზიის სკრინინგის აქციები ჩატარდა დუშეთის I და II საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის, დუშეთის სკოლამდელი ...
ქ. დუშეთში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა 21 მაი, 2018
ქ.დუშეთის შემოსასვლელთან მდებარე სკვერის კეთილმოწყობისათვის სხვადასხვა სამუშაოები განხორციელდა: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით, სკვერში მოეწყო საბავშვო საცურაო აუზი და გასართობი ატრაქციონები. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა - შალვა ინაშვილმა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით