გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
საიფორმაციო შეხვედრა USAID ZRDA - ს წარმომადგენლებთან 18 მაი, 2018
2018 წლის 16 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, USAID Zrda-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და პროექტის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა USAID Zrda- ს სამიზნე ადმინისტრაციულ ერთეულებში, კერძოდ, გრემისხევსა და მჭადიჯვარში პროექტის მიერ დაგეგმილი განსახორციელებელი პროექტები სოფლის მეურნეობის სექტორში, ასევე ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობები და მომავალი თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს USAID Zrda-ს პროექტის მიერ გამოცხადებული სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამა სამიზნე თემებისათვის და ფერმერებისათვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებები.



იხილეთ ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1668494596603504
ახალმა თეატრმა დუშელ მაყურებელს ,,სულის პეპელა“ წარუდგინა 23 მაი, 2018
2018 წლის 22 მაისს, ქ. დუშეთში, ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში ახალმა თეატრმა დუშელ მაყურებელს სპექტაკლი ,, სულის პეპელა“ წარუდგინა. გოდერძი ჩოხელის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მხატვარია ზაზა კოლელიშვილი, რეჟისორი - ნათია გოგოჭური . ...
ველოტურის - ,,სპორტი მშვიდობისათვის“ მონაწილე ქ. დუშეთში 23 მაი, 2018
2018 წლის 22 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტს ველოტურის -,,სპორტი მშვიდობისათვის“ ფარგლებში ნოდარ ბერიძე ესტუმრა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს- თამაზ უნდილაშვილსა და მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. ...
ჰუმანიტარული აქცია დუშეთის მუნიციპალიტეტში 22 მაი, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა. დასახმარებლად გამოყოფილი ნივთები მათ ...
გლობალური აქცია - „მაისის გაზომვების თვე“ მუნიციპალიტეტში 22 მაი, 2018
დუშეთის მუნციპალიტეტი გლობალურ აქციას - „მაისის გაზომვების თვეს“ შეუერთდა დუშეთის მუნციიპალიტეტი შეუერთდა ჰიპერტენზიის თვეს და ახორციელებს წნევის გაზომვის აქციებს. ჰიპერტენზიის სკრინინგის აქციები ჩატარდა დუშეთის I და II საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის, დუშეთის სკოლამდელი ...
ქ. დუშეთში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა 21 მაი, 2018
ქ.დუშეთის შემოსასვლელთან მდებარე სკვერის კეთილმოწყობისათვის სხვადასხვა სამუშაოები განხორციელდა: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით, სკვერში მოეწყო საბავშვო საცურაო აუზი და გასართობი ატრაქციონები. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა - შალვა ინაშვილმა ...
ეროვნული სამოსის დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში 21 მაი, 2018
2018 წლის 18 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში ,,ეროვნული სამოსის დღე’’ აღინიშნა. მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო კოსტუმირებული მსვლელობა ანანურის ციხის კომპლექსისა და სამასი არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიებზე. ...
ანსამბლ,, ანჩისხატის'' კონცერტი ქ.დუშეთში 21 მაი, 2018
2018 წლის 20 მაისს, საქრთველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმონისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ფესტივალის ,, ბაღია ჩვენი ქვეყანა'' ფარგლებში, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში ...
ფოტონამუშევრების დათვალიერება 21 მაი, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში ფოტოხელოვანის იონას დოვიდენასის ფოტონამუშევრების გამოფენის დათვალიერება კვლავ გრძელდება, დუშეთის მუნიციპალიტეტის N1-საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ - მარინა კახიშვილის ხელმძღვანელობით დაათვალიერეს ...
ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“ 18 მაი, 2018
2018 წლის 17-18 მაისს, დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“, რომელიც უკვე ექვსი წელია ჩვენს ქალაქში ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალების აღსაზრდელები და საჯარო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიების ორგანიზატორი ...
სტუმრად „დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმში“ 18 მაი, 2018
2018 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლის ჟურნალისტიკის წრის მოსწავლეებთან ერთად ეწვივნენ სოფელ ყვავილში „დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმს“ ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით