გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1229
სიახლეები
ქ. დუშეთში განახლებული კულტურის სახლი გაიხსნა 9 ივნ, 2017
2017 წლის 9 ივნისს, ქ. დუშეთში, საზეიმოდ გაიხსნა ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლი, რომელსაც წელს, 60 წელი შეუსრულდა.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანდებით, 1957 წელს აშენებულ კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია 2016-2017 წლებში ჩაუტარდა. გაკეთდა თეტრალური სა და საკონცერტო განათება, ცენტრალური გათბობა, ვინტილაცია, დაემატა ოთახები, კეთილმოეწყო ინტერიერი, დაეგო ახალი იატაკი, მოპირკეთდა ეზო, გარე ფასადი . მოეწყო ხმის ჩამწერი სტუდია და საგრიმიეროები. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა, ასევე, ადმინისტრაციული ოთახები.

განახლებული კულტურის სახლის გახსნისათვის, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები: მოეწყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორის,არქიტექტურის ცნობილი ისტორიკოსის,მრავალი გამოკვლევის, წიგნისა და სტატიის ავტორის მაია მანიას წიგნის- ,, დუშეთი- ურბანული და და არქიტექტურული მემკვიდრეობა’’პრეზენტაცია, ძველი დუშეთის არქიტექტურული შენობა- ნაგებობებისა და ძველი დუშეთის ინტელიგენციის საარქივო ფოტოების გამოფენა. სიმბოლურად, საზეიმო ღონისძიება გაიხსნა ისტორიული კადრებით, რომლებიც ასახავდა ქ. დუშეთის კულტურის სახლის თავდაპირველ გახსნას. დუშეთის სახალხო თეატრის მსახიობებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ნაწყვეტი სპექტაკლიდან ,,ბებრები’’. ღონისძიებები დასრულდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ისე მოწვეულმა ანსამბლებმა და შემსრულებლებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი- მიხეილ გიორგაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი- ზურაბ ალავიძე, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი- ზაქარია ქუცნაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი -ერეკლე ტრიპლსკი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე- გივი ზურაბაშვილი, საქართველოს კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი- ნიკოლოზ ანთიძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე- გურამ ამირიძე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი,არქიტექტურის ისტორიკოსი- მაია მანია, საქართველოს სახლხო არტისტები და მწერლები.





იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1330524007067233





იხილეთ ვიდეომასლა: https://www.youtube.com/watch?v=CTzlCjsSW8s&feature=youtu.be
21 მარტს, საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება 21 მარ, 2018
1993 წელს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის ,,საქართველოს გაზეთის’’,(მოგვიანებით ,,ქართული გაზეთის’’) დაარსების დღე, ერთობლივად დააწესეს. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ...
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! 21 მარ, 2018
წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია : ,,რას ვმატებ საზოგადოებას’’ . 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს გამოცხადდა. თარიღი 21.03 ერთგვარი სიმბოლიკის მატარებელია, რადგან სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით . მსოფლიოს ...
ანონსი: 21 მარ, 2018
24 მარტს, 12:00 საათზე, სოფ. ჭოპორტის ინოვაციების ცენტრში, გაიმართება შეხვედრა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან თემაზე: ინტერნეტი განვითარებისათვის! მეწარმეებს საშუალება ექნებათ უფრო მეტი შეიტყონ Facebook-ის, Google-ის, Booking.com-ის, Ebay-ის და სხვა ...
ლექცია-სემინარი ტუბერკულოზის შესახებ 21 მარ, 2018
2018 წლის 21 მარტს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალში, გაიმართა ლექცია - სემინარი ტუბერკულოზის შესახებ. შეხვედრა ორგანიზებული იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალის მიერ, ტუბერკულოზის ...
ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი’’ ქ. დუშეთში 20 მარ, 2018
2018 წლის 20 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა მედიაპროექტ ,,ეტალონს’’ . შესარჩევი ტური, რომელშიც 70 მოსწავლე მონაწილეობდა, დუშეთის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა. 2017-2018 სასწავლო წლის ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გახდა ქ. დუშეთის №2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე - ლიზი ჭონქაძე. ...
ანონსი: 20 მარ, 2018
21 მარტს თოჯინების თეატრის და მეთოჯინეების საერთაშორისო დღეა . თარიღი 2003 წლის 21 მარტიდან იღებს სათავეს, მისი აღნიშვნის ინიციატორი თოჯინების თეატრის ირანელი მოღვაწე ჯივადა ზოლფაგარიხოსია. დუშეთის სახალხო თეატრიც უერთდება ამ დღეს და 21,22,23, 24,25 მარტს გთავაზობთ სპექტაკლის პრემიერას ...
ქ. დუშეთში არსებული ,,ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრის’’ ხელმძღვანელი, ქალთა გაერთიანება ,,თამარიონის'' პრეზიდენტი და საქართველოს ტექნიკური უნივეტრსიტეტის ლექტორი - ირმა ჯანგირაშვილი ტელეკომპანია ,,ობიექტივის ეთერში 20 მარ, 2018
იხილეთ ბმული: ...
პროექტი - „განავითარე შენი რეგიონი“ დუშეთის მუნიციპალიტეტში. 20 მარ, 2018
2018 წლის 19 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი- ზურაბ სეხნიაშვილი ა(ა)იპ ,, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენთა გაერთიანების’’ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა სტუდენტური პარლამენტის პროექტი ,,განავითარე შენი რეგიონი’’, რომელიც სოციალური პროგრამის ნაწილია და ...
ანონსი: 20 მარ, 2018
2018 წლის 21 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალში, (ქ. დუშეთი, რუსთაველის #64 ) გაიმართება ლექცია- სემინარი ტუბერკულოზის შესახებ. შეხვედრა ორგანიზებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ...
საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან 20 მარ, 2018
2018 წლის 16 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაიმართა საინფორმაციო ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით