გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1229
სიახლეები
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში 1 ივნ, 2017
1 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ბავშვებისათვის მიძღვნილი ღონისძიებები ქ. დუშეთში კონცერტით დაიწყო. მონაწილეობდნენ საესტრადო ანსამბლი ,,ანი- ბანისა'' და სამეჯლისო ცეკვების სტუდიის აღსაზრდელები. კონცერტის შემდეგ, ქ. დუშეთის I და II საჯარო სკოლის 50 სოციალურად დაუცველი ბავშვისათვის, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და რესტორანი ,,ჩვენი ეზოს’’ ორგანიზებით, გაიმართა საქველომოქმედო აქცია; სპეციალურად მოწვეულმა ანიმატორებმა იზრუნეს მათ განწყობასა და გართობაზე.

1 ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, დღის მეორე ნახევარში, სოფელ ჭოპორტში, ინოვაციების ცენტრში გაგრძელდა, სადაც ა(ა)იპ ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანების’’ ორგანიზიებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,რა, სად, როდის?!’’. გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

I. ლაფანაშვილი გიგა;

II. ჭინჭარაული გაგა;

III. ზეიკიძე ანი.

თამაშის მონაწილეები და გამარჯვებულები სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა- ვაჟა ჩოხელმა.დაჯილდოვების შემდეგ, გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები: ანსამბლი ,,ივერიონი’’, ჭოპორტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ანსამბლი ,,ქალილო’’, ვოკალური კვინტეტი ნ.ელიაშვილის ხელმძღვანელობითა და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,შადიანი’’.

ჭოპორტში გამართული ღონისძიებების შემდეგ, გამგებელი ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ,,დევნილთა დასახლებას’’ ესტუმრა, სადაც ადგილობრივი ბავშვების ღონისძიებას დაესწრო;მან პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში , სხვდასხვა ღონისძიებები და აქტივობები დუშეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

2 ივნისს, 14:00 სთ-ზე ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლის შენობაში გაიმართება სახვითი ხელოვნების წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1321278221325145
21 მარტს, საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება 21 მარ, 2018
1993 წელს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის ,,საქართველოს გაზეთის’’,(მოგვიანებით ,,ქართული გაზეთის’’) დაარსების დღე, ერთობლივად დააწესეს. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ...
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! 21 მარ, 2018
წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია : ,,რას ვმატებ საზოგადოებას’’ . 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს გამოცხადდა. თარიღი 21.03 ერთგვარი სიმბოლიკის მატარებელია, რადგან სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით . მსოფლიოს ...
ანონსი: 21 მარ, 2018
24 მარტს, 12:00 საათზე, სოფ. ჭოპორტის ინოვაციების ცენტრში, გაიმართება შეხვედრა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან თემაზე: ინტერნეტი განვითარებისათვის! მეწარმეებს საშუალება ექნებათ უფრო მეტი შეიტყონ Facebook-ის, Google-ის, Booking.com-ის, Ebay-ის და სხვა ...
ლექცია-სემინარი ტუბერკულოზის შესახებ 21 მარ, 2018
2018 წლის 21 მარტს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალში, გაიმართა ლექცია - სემინარი ტუბერკულოზის შესახებ. შეხვედრა ორგანიზებული იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალის მიერ, ტუბერკულოზის ...
ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი’’ ქ. დუშეთში 20 მარ, 2018
2018 წლის 20 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა მედიაპროექტ ,,ეტალონს’’ . შესარჩევი ტური, რომელშიც 70 მოსწავლე მონაწილეობდა, დუშეთის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა. 2017-2018 სასწავლო წლის ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გახდა ქ. დუშეთის №2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე - ლიზი ჭონქაძე. ...
ანონსი: 20 მარ, 2018
21 მარტს თოჯინების თეატრის და მეთოჯინეების საერთაშორისო დღეა . თარიღი 2003 წლის 21 მარტიდან იღებს სათავეს, მისი აღნიშვნის ინიციატორი თოჯინების თეატრის ირანელი მოღვაწე ჯივადა ზოლფაგარიხოსია. დუშეთის სახალხო თეატრიც უერთდება ამ დღეს და 21,22,23, 24,25 მარტს გთავაზობთ სპექტაკლის პრემიერას ...
ქ. დუშეთში არსებული ,,ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრის’’ ხელმძღვანელი, ქალთა გაერთიანება ,,თამარიონის'' პრეზიდენტი და საქართველოს ტექნიკური უნივეტრსიტეტის ლექტორი - ირმა ჯანგირაშვილი ტელეკომპანია ,,ობიექტივის ეთერში 20 მარ, 2018
იხილეთ ბმული: ...
პროექტი - „განავითარე შენი რეგიონი“ დუშეთის მუნიციპალიტეტში. 20 მარ, 2018
2018 წლის 19 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი- ზურაბ სეხნიაშვილი ა(ა)იპ ,, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენთა გაერთიანების’’ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა სტუდენტური პარლამენტის პროექტი ,,განავითარე შენი რეგიონი’’, რომელიც სოციალური პროგრამის ნაწილია და ...
ანონსი: 20 მარ, 2018
2018 წლის 21 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალში, (ქ. დუშეთი, რუსთაველის #64 ) გაიმართება ლექცია- სემინარი ტუბერკულოზის შესახებ. შეხვედრა ორგანიზებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ...
საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან 20 მარ, 2018
2018 წლის 16 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაიმართა საინფორმაციო ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით