გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1188
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,ისტორიული პარკებისა და ლანდშაფტების დაცვა, აღდგენა და განვითარება“ 19 ოქტ, 2016
2016 წლის 18 ოქტომბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ,,საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა კავშირ’’-ის ორგანიზებით დუშეთის ხელოვნების ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო დუშეთის ისტორიული ბაღის დათვალიერება, რეაბილიტაციის პროექტის ადგილზე დეტალურად გაცნობა და სამუშაო შეხვედრის ფორმატში, პროექტის დასახვეწად მეთოდოლოგიური რჩევების მიღება.

აღნიშნული შეხვედრა დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც დუშეთის თვითმმართველობას, ასევე დარგში მოქმედ სპეციალისტებს, რათა დუშეთის ისტორიული ბაღის რეაბილიტაციის პროექტი დაიხვეწოს და დასრულდეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და მეთოდოლოგიური მიდგომის შესაბამისად. დისკუსიაში მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტები ევროპის სხვდასხვა ქვეყნებიდან.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, გამგებლის პირველი მოადგილე-ბექა ღარიბაშვილი, პროექტ COMUS-ის ოფიცერი ეროვნულ დონეზე- რუსუდან მირზიკაშვილი, აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიის ლანდშაფტური არქიტექტურის კათედრის გამგე, საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაციის ,,GALA’’-ს პრეზიდენტი, მეცნიერებათა დოქტორი- თინათინ ხიმშიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და დუშეთის ისტორიული ბაღის რეაბილიტაციის პროექტის შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1093190177467285
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N33 20 ოქტ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0203__4_files_merged_.compresse?workerAddress=ec2-52-87-191-33.compute-1.amazonaws.com გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია არ ნიშნავს,რომ მოქალაქეს უკვე მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ...
რეგიონული პირველობა მინი-ფეხბურთში 18 ოქტ, 2016
დასრულდა რეგიონული პირველობა მინი-ფეხბურთში, რომელიც ფეხბურთის პოპულარიზაციასა და საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეთა კიდევ უფრო დაახლოებას ისახავდა მიზნად. მასში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და საკრებულოების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ...
18 ოქტ, 2016
მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში, მწყობრიდან გამოვიდა მცირე ჰესი, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ელექტრომომარაგების შეწყვეტა გამოიწვია. შექმნილი მდგომარეობის აღმოსაფხვრელად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდადტმა ...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N32 17 ოქტ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0188__5_files_merged_.compresse?workerAddress=ec2-54-234-206-43.compute-1.amazonaws.com გთხოვთ, ...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N31 17 ოქტ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0183__5_files_merged_.compresse/1?e=0 გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია არ ნიშნავს,რომ მოქალაქეს უკვე მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ...
დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს 13 ოქტ, 2016
დუშეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, სოფ.დავათში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ რვაშვილიან ოდიშელიძეების ოჯახს გადაეცა საჩუქრები: სარეცხის მანქანა, ტანსაცმელი ბავშვებისათვის და ...
უკანა ფშავის ადმინისტრაციული ერთეულისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის პეტიცია 12 ოქტ, 2016
მუქო-ვაკისოფლის გზის ოთხკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ. იხ. ...
გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის პეტიცია 12 ოქტ, 2016
გუდამაყრის ტერიტორიაზე სანაგვე ურნებისა და სოფლების სახელდების აღმნიშვნელი აბრების განთავსების შესახებ. იხ. ბმული: ...
მოსახლეობის საყურადღებოდ 11 ოქტ, 2016
დღეს, 11 ოქტომბერს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჟინვალჰესის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა სოფ. ჭოპორტისა, მოსახლეობას ელექტრომომარაგება ...

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით