გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1113
სიახლეები
სასკოლო ფეხბურთის ტურნირი 6 ივნ, 2016
5 ივნისს, დუშეთის ოლიმპიურ კომპლექსში დუშეთის სასპორტო სკოლის ინიციატივით მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირი ოლიმპიური პრინციპით მიმდინარეობდა. I ადგილი მოიპოვა დუშეთის II საჯარო სკოლამ, II ადგილი- დუშეთის I საჯარო სკოლამ, ხოლო III ადგილზე გავიდა ბაზალეთის საჯარო სკოლა.

გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები და დიპლომები. I ადგილზე გასულ მოსწავლეები თასით დაჯილდოვდნენ. სასპორტო სკოლის დირექტორის თქმით, საფეხბურთო ტურნირი სკოლებს შორის მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს.



იხ.ფოტომასალა:

https://www.facebook.com/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=986066921512945
მოსახლეობის საყურადღებოდ! 17 ივნ, 2016
კვირას, 19 ივნისს, 13:00 საათზე დუშეთის ფეხბურთის მოედანზე გაიმართება ლევან თიგიშვილის სახელობის ტურნირი რაგბში. მონაწილეობას მიიღებენ ბორჯომის, კახეთის, ყაზბეგის, კასპის, თბილისის და დუშეთის გუნდები. გაიმართება საფესტივალო თამაშები მოზარდებს შორის. გთხოვთ ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 17 ივნ, 2016
2016 წლის 18 ივნისს, ჯეოჰოსპიტალსის დუშეთის სამედიცინო ცენტრში (მისამართი: ქ. დუშეთი, აღმაშენებლის ქ. N 71) ჩატარდება საქველმოქმედო აქცია, სადაც მოწვეულნი იქნებიან სხვდასხვა პროფილის სპეციალისტები: კარდიოლოგი ( მოზრდილთა და ბავშვთა ); თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ექოსკოპისტი, პედიატრი, ...
ღია კარის დღე საგადასახადო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით 14 ივნ, 2016
2016 წლის 14 ივნისს, მომსახურების დეპარტამენტის ორგანიზებით დუშეთში ჩატარდა ღია კარის დღე, რომელიც ეხებოდა გადასახადის გადამხდელთა ინფორმირებას საგადასახადო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი საკითხებისა და საგადასახადო კოდექსის ცვლილებების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება ...
ვაუჩერიზაცია ბიბლიოთეკებში 13 ივნ, 2016
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2016 წელს განხორციელდა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი. ა(ა)იპ. დუშეთის მუნიციპალიტეტის „ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო ...
შემაჯამებელი კონცერტი სახელოვნებო სკოლაში 9 ივნ, 2016
2016 წლის 8 ივნისს, დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა მუნიცპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანებების შემაჯამებელი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო ...
ქ.დუშეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 8 ივნ, 2016
ქ.დუშეთში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები: შამანაურის I შესახვევის, ვაჟა-ფშაველას, ბაჩანას,კოსტავას (თეატრის ქუჩიდან- ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე ), რუსთაველის, მწითურისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ეგება ასფალტის საფარი და კეთდება სანიაღვრე არხები, ეწყობა ბორდიურები და ...
დაცული ტერიტორიების მესვეურთა ვიზიტი დუშეთში 8 ივნ, 2016
შაბათს, 4 ივნისს, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის განვითარების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან- ვაჟა ჩოხელთან გაიმართა გაცნობოთი ხასიათის შეხვედრა.შეხვედრას ესწრებოდნენ: გარემოსდაცვითი პროგრამის მენეჯერი- ანდრეას ვეიცელი (გერმანიის განვითარების ბანკი (KfW)) ; ...
სტიქია სოფელ ჭართალში 8 ივნ, 2016
2016 წლის 6 მაისს, ძლიერი ქარის შედეგად, დუშეთის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ ჭართალში მცხოვრებ ნიკოლოზ ჭიკაიძეს დაუზიანდა სახლის სახურავი. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძალისხმევით, დაზარალებულ ოჯახს გადაეცა სამშენებლო ...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N11 8 ივნ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0061__5_files_merged_.compresse გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია არ ნიშნავს,რომ მოქალაქეს უკვე მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N10 8 ივნ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0056__4_files_merged_.compresse გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია არ ნიშნავს,რომ მოქალაქეს უკვე მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ...

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით